ინგლისელი მსახიობი ჰელენ მაკკრორი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსახიობს მაყურებელი ყველაზე კარგად ჰარი პოტერის ფილმებში შესრულებული როლით იცნობს: ის ნარცისა მალფოის განასახიერებდა.

ეს სამწუხარო ამბავი კინოხელოვანის ქმარმა, დემიენ ლუისმა გაავრცელა:

"ღრმად დამწუხრებული გაცნობებთ, რომ კიბოსთან გმირული ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა ისეთი მშვენიერი და ძლიერი ქალი, როგორიც ჰელენ მაკკრორი იყო. ის შინ მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში მშვიდად მიიცვალა. მან ისევე დაგვტოვა, როგორც იცხოვრა — უშიშრად".

ეს ცნობილი ინგლისელი მსახიობი სხვადასხვა დროს ასევე თამაშობდა ფილმებში The Count of Monte Cristo (გრაფი მონტე კრისტო) თუ The Queen (დედოფალი) და სერიალებში Peaky Blinders და His Dark Materials.