იანვარ-მარტში ექსპორტი გაიზარდა, ხოლო იმპორტი შემცირდა — რას ვყიდით და ვყიდულობთ უცხოეთში
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა გაზრდილია, ხოლო იმპორტის — შემცირებული.
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, პირველ კვარტალში უცხოეთში 821,1 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი და მომსახურება გავყიდეთ, რაც 5,3%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. რაც შეეხება იმპორტს, იანვარ-მარტში საქართველოში 1,9 მილიარდი დოლარის ღირებულების იმპორტი განხორციელდა, რაც 2,4%-იანი კლებაა.
2021 წლის იანვარ-მარტში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 158,8 მილიონი დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19,4%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 86,6 მილიონი დოლარით (მთლიანი ექსპორტის 10,5%), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 83,7 მილიონი დოლარით (10.2%).
ასე გამოიყურება იმ 10 სასაქონლო ჯგუფის ჩამონათვალი, რომელიც 2021 წლის პირველ კვარტალში ექსპორტზე გავიტანეთ:
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები — 158,8 მილიონი დოლარი, კლება წინა წლის შესაბამის პერიოდთან — 0,8%;
- მსუბუქი ავტომობილები — 86,6 მილიონი დოლარი, კლება — 35,1%;
- ფეროშენადნობები — 83,7 მილიონი დოლარი, ზრდა — 43,7%;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები — 43,9 მილიონი დოლარი, კლება — 0,7%;
- სპირტიანი სასმელები — 29,8 მილიონი დოლარი, ზრდა — 26,6%;
- მინერალური და მტკნარი წყლები — 29,4 მილიონი დოლარი, ზრდა — 11,1%;
- აზოტოვანი სასუქები — 28,7 მილიონი დოლარი, კლება — 5,6%;
- თხილი და სხვა კაკალი — 24,6 მილიონი დოლარი, ზრდა — 112,8%;
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული — 19 მილიონი დოლარი, ზრდა — 56,3%;
- ტრიკოტაჟის ნაწარმი — 15,5 მილიონი დოლარი, ზრდა — 36,1%;
დანარჩენი საექსპორტო საქონლის ღირებულებამ 300,6 მილიონი დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება იმპორტს, 2021 წლის იანვარ-მარტში ყველაზე დიდი რაოდენობით, 168,5 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილები ვიყიდეთ, რამაც მთლიანი იმპორტის 8,6% შეადგინა. მეორე ადგილს 145,8 მილიონი დოლარით (იმპორტის 7,5%) სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებდა, ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 141,9 მილიონი დოლარით (იმპორტის 7,3%).
ასე გამოიყურება იმ 10 სასაქონლო ჯგუფის ჩამონათვალი, რომელიც 2021 წლის პირველ კვარტალში უცხოეთიდან ვიყიდეთ:
- მსუბუქი ავტომობილები — 168,5 მილიონი დოლარი, კლება წინა წლის შესაბამის პერიოდთან — 12,9%;
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები — 145,8 მილიონი დოლარი, ზრდა — 31,2%;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები — 141,9 მილიონი დოლარი, კლება — 5,6%;
- ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები — 129,7 მილიონი დოლარი, ზრდა — 11,2%;
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული — 70,7 მილიონი დოლარი, კლება — 3,2%;
- მანქანები და მექანიზმები გადაადგილების, ამოთხრის ან გაბურღვისათვის — 41,3 მილიონი დოლარი, ზრდა — 1 556%;
- სატელეფონო აპარატები — 39,5 მილიონი დოლარი, კლება — 11,6%;
- სატვირთო ავტომობილები — 39,5 მილიონი დოლარი, ზრდა — 86,9%;
- ელექტროენერგია — 31,7 მილიონი დოლარი, ზრდა — 9,3%;
- ხორბალი და მესლინი — 21,2 მილიონი დოლარი, ზრდა — 11,9%;
დანარჩენი საიმპორტო საქონლის საერთო ღირებულებამ 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება საექსპორტო და საიმპორტო ბაზრებს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი საქონელი ჩინეთში (109,8 მილიონი დოლარი) გავყიდეთ, ხოლო ყველაზე მეტი იმპორტირებული საქონელი კვლავ თურქეთიდან (343,3 მილიონი დოლარი) შემოვიდა.
უნდა აღინიშნოს, რომ მარტში გაზრდილია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მაჩვენებლები. სტატისტიკის მიხედვით, გასულ თვეში, 2020-ის მარტთან შედარებით, ექსპორტი (326,3 მილიონი დოლარი) 30,8%-ით, ხოლო იმპორტი (767,9 მილიონი დოლარი) 17,8%-ით გაიზარდა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები