სააკაშვილმა მოუწოდა ენმ-ს ხელი მოაწერონ დოკუმენტს, თუ მელიას უპირობოდ გაათავისუფლებენ
ექსპრეზიდენტმა და ნაციონალური მოძრაობის დამაარსებელმა, მიხეილ სააკაშვილმა პარტიის წევრებს მოუწოდა, ხელი მოაწერონ შეთანხმებას, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნიკა მელიას გაათავისუფლებენ. სააკაშვილი ამბობს, რომ მელია უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს.
"ის დოკუმენტი, რომელიც დაიდო, შეიცავს ძალიან ბევრ ხარვეზს და რა თქმა უნდა, ძალიან შორს არის იმისგან, რაც ბოლომდე გადაწყვეტდა კრიზისს. მაგრამ იქ არის ორი მთავარი რამ. პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტიის გმირული თავმჯდომარე ნიკა მელია გამოვიდეს საპატიმროდან. ისევე, როგორც გიორგი რურუა, ისევე, როგორც უნდა შეწყდეს პოლიტმატიმრების ნაწილის მიმართ პოლიტიკური დევნა. ეს უნდა მოხდეს უპირობოდ. ნიკა მელიამ უნდა დატოვოს საპატიმრო ყოველგვარი დამამციერებელი პირობების, გაუგებარი გირაოს გარეშე ისე, როგორც მას სურს, იმიტომ, რომ იქ იმყოფება უკანონოდ და უდანაშაულოდ.
მაგრამ მას შემდეგ, რაც ის დატოვებს ამ პირობებით საპატიმროს, მე მინდა მოვუწოდო ნაციონალურ მოძრაობას, ხელი მოვაწეროთ ამ შეთახნმებას, რადგან აქ არის მთავარი მეორე პუნქტი, შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებთან ერთად პრაქტიკულად დაინიშნა რეფერენდუმი", — განაცხადა მან.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილმა ისევ ჩამოსვლა დაანონსა. ამჯერად ის სავარაუდო თარიღსაც ამბობს და ამტკიცებს, რომ თვითმართველობის არჩევნების წინ ჩამოვა.
"მეც, მიხეილ სააკაშვილი, ამ რეფერენდუმის წინ წინასწარ ჩამოვალ საქართველოში, ფიზიკურად ვიქნები თქვენთან ერთად, რა რისკის ფასადაც არ უნდა იყოს ეს ჩემი სიცოცხლისთვის, თუ ჩემი თავისუფლებისთვის, მე აუცილებლად ვიქნები ამ პროცესის მონაწილე, დამსწრე და თქვენთან ერთად ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების აქტიური შემოქმედი", — განაცხადა მან.
ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას ონლაინ დაესწრო შარლ მიშელიც.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს შემდეგმა პარტიებმა: ქართული ოცნება, ლელო, სრატეგია აღმაშენებელი, ორივე გირჩი, რესპუბლიკური პარტია. ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა და ევროპული საქართველოს ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძე.
ხელმომწერებს შორის არ არიან ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო და ლეიბორისტული პარტია.
ამავე თემაზე:
- ფიზიკურად ძალიან დამღლელი იყო, მაგრამ მადლობელი ვარ, რომ ამის ნაწილი ვიყავი — ჰარცელი
- მესმის, როცა პარტიის ლიდერი ციხეშია, რთულია კომპრომისი — ხაზარაძე ენმ-ზე
- მეგრელიშვილი ფასილიტატორებს: რომ გაწვალეთ, გამოვისყიდით, თუ ერთმანეთთან ლაპარაკს ვისწავლით
- Sakartvelos Gaumarjos! — მიშელის ტვიტი დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
კომენტარები