ქალებზე ძალადობის მიმართ ვართ სენსიტიურები, აქ საუბარია იმაზე, ხომ არ არის შერჩევითი სამართლის ნიშნები — ქებურია
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წარმომადგენელი, ლელა ქებურია აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ პოლიტიკოს გოგი წულაიაზე გავრცელებულ განცხადებაში არ ჩანს ეჭვები მომჩივნის მიმართ, უბრალოდ საუბარია შესაძლო ორმაგი სტანდარტების გამოყენებასთან. ამის შესახებ ქებურიამ On.ge-ს განუცხადა.
"ამ განცხადებაში, ჩემი აზრით, ქალთა მიმართ ძალადობაზე აქცენტი საერთოდ არ არის და პირიქით, ხაზგასმულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის მიმართ ჩვენ ვართ ძალიან სენსიტიურები, ძალიან მკაცრები და აქ ისიც არის მითითებული, რომ აბსოლუტურად ეჭვქვეშ არ ვაყენებთ მომჩივანს. აქ საუბარია უბრალოდ ხომ არ არის ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის შერჩევითი სამართალი, მაშინ, როდესაც უკვე რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ბერას ჩანაწერები გავიდა და ამ მიმართულებით აბსოლუტურად არაფერი არ გაკეთებულა გარდა იმისა, რომ პროკურატურამ რაღაც აბსურდული მოტივით სცადა TV პირველში შეჭრა. მეორე რაც იყო, იყო ის, რომ გოგი წულაიას დაკავება მოხდა საკმაოდ მძიმე ბრალდებით, თუმცა აქაც თუ გადავხედავთ პრაქტიკას, წინასწარ პატიმრობა, ანუ წინასწარ აღკვეთის ღონისძიებად თითქმის არ გამოყენებულა", — აცხადებს ქებურია.
მისივე თქმით, განცხადებაში არ იყო აქცენტი ქალთა მიმართ ძალადობაზე, არამედ იმაზე, რომ შეიძლება იკვეთებოდეს კონკრეტული პოლიტიკოსის მიმართ შერჩევითი სამართლის ნიშნები.
"აქ საუბარია იმაზე, ხომ არ არის კონკრეტული პოლიტიკოსის მიმართ შერჩევითი სამართლის ნიშნები. ამაზეა უბრალოდ საუბარი და რომ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია ნებისმიერი მისთვის არასასურველი პიროვნების მიმართ პროკურატურაც და სასამართლოც გამოიყენოს თავისი ოჯახის ინტერესების დასაცავად თორემ ქალთა მიმართ ძალადობაზე აბსოლუტურად აქცენტიც კი არ არის ამ განცხადებაში, ამიტომ მე მასში ვერ ვხედავ ისეთ ნიშნებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობაში რაიმე ტიპის ეჭვები და კითხვები არსებობდეს ამ განცხადების გამავრცელებლების მიმართ. ჩემი აზრით, ამ განცხადებაზე ამ ტიპის აქცენტის გაკეთება არასწორია", — განაცხადა ქებურიამ.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა გოგი წულაიას მხარდასაჭერი განცხადება გაავრცელეს. მათი თქმით, ისინი სერიოზულად უდგებიან ნებისმიერ ბრალდებას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ და არ აპირებენ ავტომატურად ეჭვქვეშ დააყენონ მომჩივანის მიერ გამოთქმული ბრალდებები, თუმცა წულაიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს, ვინაიდან ანალოგიური ბრალდებების დროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება.
საერთო განცხადება ერვროპული საქართველოს პრესსამსახურმა გაავრცელა. ხელმომწერთა შორის იყო ლელოც.
აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებას გაემიჯნენ ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე და სტრატეგია აღმაშენებლის წევრი თეონა ჭალიძე.
წულაია 17 მარტს ქალზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
წულაიას თავდაპირველად ბრალი ძალადობის მუხლით წარუდგინეს, შემდეგ კი დაუმძიმეს და ამჟამად ის ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობით ჩანდენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ქალი, რომელზე ძალადობაც ბრალდება წულაიას On.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ყოფილმა დეპუტატმა მასზე სექსუალურად ძალადობა სცადა, წინააღმდეგობის გაწევის დროს კი დაზიანებები მიიღო. იგი უკან დახევას არ აპირებს და შემთხვევისთვის სამართლებრივი შეფასების მისაცემად საკითხს ბოლომდე მიიყვანს.
"ჯოჯოხეთს გავდივარ ახლა. ღმერთმა ყველა დაიფაროს ამისგან. ამიტომ არაფრით არ ვაპატიებ. ჩემ უკან სხვა ქალებიც დგანან, გოგოს მშობელიც ვარ მეც და ამიტომ ბოლომდე გავყვები ამ ამბავს. არავის ვუსურვებ ძალადობის მსხვერპლი გახდეს და ის ჯოჯოხეთის გაიაროს, რასაც მე ამ წამს გავდივარ", — ამბობს ასმათ დვალიშვილი.
გოგი წულაია მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. 2019 წელს ის ზესტაფონის მერობის კანდიდატად იყრიდა კენჭს. მარტის დასაწყისში მან პარტია თავისუფალი საქართველო დატოვა.
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები