რატომ მოაწერა ხელი გოგი წულაიას მხარდამჭერ დოკუმენტს — ხოშტარიას განმარტება
დროას ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხი სენსიტიურია და მის მნიშვნელობას აცნობიერებს, თუმცა, ამავდროულად აცნობიერებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის შემთხვევაში მართლმსაჯულება მიკერძოებულია. მისი თქმით, გოგი წულაიას ხმარდამჭერ განცხადებას ხელი იმიტომ მოიწერა, რომ წინასწარ პატიმრობაში ყოფნის მოტივი იწვევს ეჭვს, რომ ეს ივანიშვილის შურისძიებაა.
"ჩვენთან შავ-თეთრად აყენებენ ხოლმე საკითხს, რომ აი, ერთს უჭერ მხარს თუ მეორეს უჭერ. ძალიან კარგად ვაცნობიერებ რამდენად სენსიტიურია ქალთა მიმართ ძალადობა და სექსუალური შევიწროების ფაქტებზე რამხელა მხარდაჭერა სჭირდება მსხვერპლს, ასევე, ვაცნობიერებ, როგორი არასამართლიანია მართლმსაჯულების სისტემა, როდესაც საკითხი ეხება ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს", — განაცხადა ხოშტარიამ On.ge-სთან საუბრისას.
ხოშტარია, ასევე, აპირებს რომ სასამართლოსაც დაესწროს, რადგან მნიშვნელოვნად მიაჩნია, არ დაიჩაგრსო სავარაუდო მსხვერპლი ქალი, თუმცა, მისივე თქმით, ამას კავშირი არ აქვს წინასწარ პატიმრობასთან.
"აქედან გამომდინარე, პოზიცია არის მკაფიო, რომ წინასწარ პატიმრობაში მისი, განსაკუთრებით ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ყოფნის მოტივი ჩემში იწვევს, ნამდვილად, ეჭვს, რომ ეს არის ივანიშვილის მხრიდან პირადი შურისძიების მოტივი, რადგან ბევრი შემთხვევა, მათ შორის, საჯაროდ ცნობილი წინასწარ პატიმრობას არ ითვალისწინებს ხოლმე. სხვა შემთხვევაში, მე სასამართლოზეც ვაპირებ დასწრებას, ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ არ დაიჩაგროს ქალი, რომელიც სავარაუდო მსხვერპლი შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არ არის კავშირში წინასწარ პატიმრობის საკითხთან", — განაცხადა ხოშტარიამ.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა გოგი წულაიას მხარდასაჭერი განცხადება გაავრცელეს. მათი თქმით, ისინი სერიოზულად უდგებიან ნებისმიერ ბრალდებას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ და არ აპირებენ ავტომატურად ეჭვქვეშ დააყენონ მომჩივანის მიერ გამოთქმული ბრალდებები, თუმცა წულაიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს, ვინაიდან ანალოგიური ბრალდებების დროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება.
საერთო განცხადება ერვროპული საქართველოს პრესსამსახურმა გაავრცელა. ხელმომწერთა შორის იყო ლელოც.
აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებას გაემიჯნენ ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე და სტრატეგია აღმაშენებლის წევრი თეონა ჭალიძე.
წულაია 17 მარტს ქალზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
წულაიას თავდაპირველად ბრალი ძალადობის მუხლით წარუდგინეს, შემდეგ კი დაუმძიმეს და ამჟამად ის ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობით ჩანდენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ქალი, რომელზე ძალადობაც ბრალდება წულაიას On.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ყოფილმა დეპუტატმა მასზე სექსუალურად ძალადობა სცადა, წინააღმდეგობის გაწევის დროს კი დაზიანებები მიიღო. იგი უკან დახევას არ აპირებს და შემთხვევისთვის სამართლებრივი შეფასების მისაცემად საკითხს ბოლომდე მიიყვანს.
"ჯოჯოხეთს გავდივარ ახლა. ღმერთმა ყველა დაიფაროს ამისგან. ამიტომ არაფრით არ ვაპატიებ. ჩემ უკან სხვა ქალებიც დგანან, გოგოს მშობელიც ვარ მეც და ამიტომ ბოლომდე გავყვები ამ ამბავს. არავის ვუსურვებ ძალადობის მსხვერპლი გახდეს და ის ჯოჯოხეთის გაიაროს, რასაც მე ამ წამს გავდივარ", — ამბობს ასმათ დვალიშვილი.
გოგი წულაია მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. 2019 წელს ის ზესტაფონის მერობის კანდიდატად იყრიდა კენჭს. მარტის დასაწყისში მან პარტია თავისუფალი საქართველო დატოვა.
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები