ეჭვქვეშ არ ვაყენებ დაზარალებულის ისტორიას, შერჩევითი მართლმსაჯულებაზე მაქვს პროტესტი — ბესელია
პარტია სამართლიანობისთვის ლიდერი, ეკა ბესელია ამბობს, რომ გოგი წულაიას საქმეში ეჭვქვეშ არ აყენებს დაზარალებულის ისტორიას, თუმცა შერჩევითი მართლმსაჯულების
მიმართ აქვს პროტესტი.
"ნებისმიერი ძალადობა და, განსაკუთრებით, ქალის მიმართ ძალადობა არის ჩემთვის მიუღებელი და ამის გამართლებას არ ვაპირებ. და მეორე პოლიტიკური მართლმსაჯულების პირობებში, რა თქმა უნდა, ეჭვს იწვევს და უპირობოდ არაფრის მიღება აღარ შეიძლება, სადაც სასამართლო არის ჩარეული. აქ ამ ნაწილში საუბარია წინასწარ პატიმრობაზე", — აღნიშნავს ბესელია On.ge-სთან საუბრისას.
მისივე თქმით, ამ განცხადებაში გასასწორებელია ერთი ნაწილი, რომელიც ძალადობის საქმეებზე პატიმრობის შეფარდებას ეხება:
"ეს ეხება იმ ადგილს, სადაც საუბარია, რომ სხვა ანალოგიურ შემთხვევებში წინასწარ პატიმრობას არ იყენებს სასამართლო და ტექსტი ამ ნაწილში ნამდვილად მოითხოვს კორექტირებას. სამწუხაროდ, გვიან მივაქციე ამას ყურადღება. სხვა საქმეების არის, სადაც ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებში პატიმრობა იქნა გამოყენებული".
ოპოზიციის წარმომადგენლებმა გოგი წულაიას მხარდასაჭერი განცხადება გაავრცელეს. მათი თქმით, ისინი სერიოზულად უდგებიან ნებისმიერ ბრალდებას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ და არ აპირებენ ავტომატურად ეჭვქვეშ დააყენონ მომჩივანის მიერ გამოთქმული ბრალდებები, თუმცა წულაიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს, ვინაიდან ანალოგიური ბრალდებების დროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება.
საერთო განცხადება ევროპული საქართველოს პრესსამსახურმა გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებას გაემიჯნენ ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე და სტრატეგია აღმაშენებლის წევრი თეონა ჭალიძე.
წულაია 17 მარტს ქალზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
წულაიას თავდაპირველად ბრალი ძალადობის მუხლით წარუდგინეს, შემდეგ კი დაუმძიმეს და ამჟამად ის ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ქალი, რომელზე ძალადობაც ბრალდება წულაიას On.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ყოფილმა დეპუტატმა მასზე სექსუალურად ძალადობა სცადა, წინააღმდეგობის გაწევის დროს კი დაზიანებები მიიღო. იგი უკან დახევას არ აპირებს და შემთხვევისთვის სამართლებრივი შეფასების მისაცემად საკითხს ბოლომდე მიიყვანს.
"ჯოჯოხეთს გავდივარ ახლა. ღმერთმა ყველა დაიფაროს ამისგან. ამიტომ არაფრით არ ვაპატიებ. ჩემ უკან სხვა ქალებიც დგანან, გოგოს მშობელიც ვარ მეც და ამიტომ ბოლომდე გავყვები ამ ამბავს. არავის ვუსურვებ ძალადობის მსხვერპლი გახდეს და ის ჯოჯოხეთის გაიაროს, რასაც მე ამ წამს გავდივარ", — ამბობს ასმათ დვალიშვილი.
გოგი წულაია მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. 2019 წელს ის ზესტაფონის მერობის კანდიდატად იყრიდა კენჭს. მარტის დასაწყისში მან პარტია თავისუფალი საქართველო დატოვა. მას შემდეგ, რაც TV პირველმა გაავრცელა ჩანაწერები, სადაც ისმის, რომ ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი სავარაუდოდ, "სჯიან" ადამიანებს, რომლებიც ბერას აგინებენ, გოგი წულაიამ მას უხმოდ, ხელების მოძრაობებით აგინა.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
კომენტარები