ქართული ოცნების დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარების თავდებობით ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლა წინააღმდეგობაში მოდის შეთანხმების დოკუმენტთან. მანვე აღნიშნა, რომ მელიას აქვს დილემა: "გამოვა — ვაი, ვერ გამოვა — ვუი"

"რაც შეეხება მის გამოსვლას და ლელოს მცდელობას, რომ მესამე კარები გამოიგონოს მისი გამოსვლის, ეს არის აბსოლუტურად წინააღმდეგობაში იმ პოლიტიკურ შეთახნმებასთან, რომელსაც თავად ლელომ ხელი მოაწერა.

ნიკა მელიას საკითხი აბსოლუტურად არ არის პრიორიტეტული არამხოლოდ საქართველოს საზოგადოებისთვის, არამედ საერთაშორისო პარტნიორებისთვის", — განაცხადა მაჭარაშვილმა.

ლელოს ლიდერებმა ბრიუსელში ვიზიტისას ევროპარლამენტარებს შესთავაზეს, თავდებში დაუდგნენ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას. ამ ინიციატივას მხარს უჭერს პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი, რომელსაც შეთანხმების საკითხთან დაკავშირებით ენმ-სთან უთანხმოება აქვს.

ლელოს ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და გრიგოლ გეგელიამ საქმიანი ვიზიტით ბრისუელში გამგზავრება 16 აპრილს დააანონსეს. მოგვიანებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლის გამო გამგზავრება ერთი დღით გადადეს.