საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებამდე მისასვლელი გზები დაიკეტება.

"უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოზე გასვლა შეიზღუდება. ჩაიკეტება სასაფლაოსთან მისასვლელი გზები", — განაცხადეს საბჭოს დასრულების შემდეგ.

საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებით, ასევე, 3-12 მაისს მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.