ქართული ოცნების დეპუტატი, შალვა პაპუაშვილის თქმით, იმ მიმდინარე საქმეებიდან, რომელთაც ამნისტია შეეხება, ყველაზე მძიმე ბრალი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აქვს წაყენებული. როგორც პაპუაშვილი განმარტავს, ამაზე უფრო მძიმე დანაშაული, თუკი არის ჩადენილი, ამნისტიაში ვერ მოხდება.

"20 ივნისთან დაკავშირებით ვხვდებით, დაახლოებით, რა ტიპის დანაშაულთან შეიძლება გვქონდეს საქმე და ვიცით მიმდინარე საქმეები. მიმდინარე საქმეებიდან გამომდინარე, დღესდღეობით, ალბათ, უმძიმესი დანაშაული, რომლის ამნისტირება და პატიება ხდება, სავარაუდოდ, ჩადენილი აქვს ნიკა მელიას. თუ ვივარაუდებთ, რომ ბრალი დამტკიცდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე მძიმე დანაშაული მაქვს აქვს ჩადენილი. ესაა ძალადობის ორგანიზება, ძალადობაში მონაწილეობა", — ამბობს პაპუაშვილი.

როგორც დეპუტატი ამბობს, თუკი ნიკა მელიას ეპატიება სავარაუდო დანაშაული, მაშინ იგივე შეიძლება სხვა უფრო მსუბუქ მუხლებზე გავრცელდეს.