დღეს, 7 მაისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ Sinopharm ვაქცინის საგანგებო გამოყენების ნებართვა გასცა. ამიერიდან, Sinopharm Covax ინიციატივის წევრი გახდება, რომელიც განვითარებადი ქვეყნებისთვის ვაქცინების მიწოდებას ისახავს მიზნად.

ჩინეთმა ორი ვაქცინა Sinopharm და Sinovac უკვე რამდენიმე ქვეყანაში გაიტანა ექსპორტზე, მათ შორის სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, აზიასა და აფრიკაში, თუმცა, მათი გამოყენების კუთხით გადამწყვეტი სწორედ WHO-ს აღიარებაა, რაც ვაქცინის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების მთავარ ინდიკატორს წარმოადგენს. ახლა კი სინოფარმი, რომლითაც საქართველოს 18+ მოქალაქეები უკვე იცრებიან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინაა.

საქართველოში Sinopharm ვაქცინის 100 000 დოზაა მარაგში, ასაცრელად კი ვიზიტის დაჯავშნა 18+ მოქალაქეებს შეუძლიათ.

Sinopharm პირველი არადასავლური ვაქცინაა, რომელმაც WHO-ს ნებერთვა მიიღო. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას საგანგებო გამოყენების ნებართვა გაცემული აქვს Pfizer-BioNTech-ის, AstraZeneca-სა და Johnson & Johnson-ის ვაქცინებზე.