მკვლევრებმა აღმოაჩინეს ფსიქოდელიური ნივთიერება, რომელიც ჰალუცინაციებს არ იწვევს. ეს მეცნიერებს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნევროლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკმენტების მიღებაში დაეხმარება.

მკვლევარები ფსიქოდელიური ნივთიერებების გამოყენებას დეპრესიის და PTSD-ის სამკურნალოდ ცდილობენ. თუმცა, ფსიქოდელიური ნივთიერებებით მკურნალობა, ჰალუცინოგენური თვისებების გამო აქტიურ ზედამხედველობას საჭიროებს. ამასთან, მეცნიერები შიშობენ, რომ მსგავსი ნივთიერებები პაციენტებში დამოკიდებულებას გამოიწვევს.

არაჰალუცინოგენური ფსიქოდელიური ნივთიერება კი ამ პრობლემას ჭრის.

სწორედ ამისთვის, მკვლევრებმა შეიმუშავეს სენსორი, რომელიც ანათებს ჰალუცინოგენურ ნაერთს, როდესაც ის ურთიერთქმედებს სეროტონინის რეცეპტორთან. ეს რეცეპტორი როგორც ფსიქოდელიური წამლების, ის კლასიკური ანტიდეპრესანტების სამიზნეა. ამ სენსორის გამოყენებით მკვლევრებმა ჰალუცინოგენური და არაჰალუცინოგენური ფსიქოდელიური საშუალებები მიიღეს. განსაკუთრებული ყურადღება არაჰალუცინოგენურმა ნაერთმა, AAZ-A-154-მა მიიქცია. მას ფსიქოდელიური ნივთიერების ეფექტი აქვს, მაგრამ ჰალუცინაციების გარეშე.

მკვლევრები ამბობენ, რომ ახლა პრეპარატს კომპლექსურად შეისწავლიან და ამის შემდეგ კლინიკური კვლევები დაიწყება.