დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, პარლამენტმა ამნისტიის კანონის შეიძლება სწრაფად ვერ მიიღოს, ამიტომ, ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც გააგრძელებს პარლამნეტში საქმიანობას.

"ჩვენ ნამდვილად გვქონდა იმედი, რომ სწრაფად გათავისუფლდებოდა ნიკა [მელია] საპატიმროდან [...] მე მქონდა ნიკასთან შეხვედრა და მქონდა მასთან ძალიან საფუძვლიანი მსჯელობა და საუბრები იმაზე, რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ამნისტიის კანონპროექტმა გამოიწვია საკმაოდ დიდი აზრთა სხვადასხვაობა და ეს განხილვების პროცესი, ამნისტიის კანონის, შეიძლება არ წავიდეს ისე სწრაფად, როგორც ჩვენ ეს გვსურდა. ამიტომ, ჩვენ ვიმსჯელებთ და ჩამოვყალიბდებით, როგორ გავაგრძელოთ პარლამენტში ამ ეტაპზე საქმიანობა", — განაცხადა სამადაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შესაძლოა ოპოზიცია პარლამენტში მელიას გათავისუფლებამდეც შევიდეს, სამადაშვილმა უპასუხა, რომ ამაზე უნდა იმსჯელონ.

"მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის საკითხი, რომელზეც საპარლამენტო ოპოზიციამ, ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც პარლამენტში არის წარმოდგენილი უკვე, უნდა იმსჯელოს. უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რა არის მოლოდინი საზოგადოების და რას ვაკეთებთ ჩვენ, როგორც პოლიტიკოსები იმისთვის, რომ ამ მოლოდის ვუპასუხოთ", — აცხადებს სალომე სამადაშვილი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერის მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის საქმიანობაში აქტიურად ჩართვას ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებამდე არ აპირებდა. ქართული ოცნებისა და ოპოზიციონერი დეპუატების ნაწილმა ეს გადაწყვეტილება კრიტიკულად შეაფასა.

გაიგეთ მეტი: