29 აპრილს, ხუთშაბათს დილით ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ დედამიწის ორბიტაზე წარმატებით განათავსა თავისი მომავალი კოსმოსური სადგურის — Taingong-3-ის პირველი და ყველაზე დიდი მოდული.

მოდული, სახელწოდებით Tianhe ახლა უკვე ორბიტაზე მოძრაობს, სადაც შემდეგი 10 რაკეტის გაშვებას ელოდება. ამ უკანასკნელთა საშუალებით, ჩინეთი, სადგურის ასაშენებლად საჭირო დანარჩენ ნაწილებს გადაიტანს კოსმოსში. ამჟამად კი ჩინეთის სახელმწიფო მედია მოდულის გაშვების ვიდეო მტკიცებულებას აქვეყნებს.

ვიდეოში, რომელსაც ჩინეთის მაღალჩინოსნები პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს, დაინახავთ, თუ როგორ გადაინაცვლებს მოდული Long March-5B რაკეტიდან ორბიტაზე.

ჩინეთი Tiangon-3-ის აწყობას, ამოქმედებას და მასზე ეკიპაჟის გამგზავრებას მომავალი წლის ბოლომდე გეგმავს. იგი გახდება ორბიტაზე მოძრავი ახალი კვლევითი ლაბორატორია სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის. ISS-ის "დაძველებიდან" გამომდინარე, ჩინეთის მხრიდან ახალი კოსმოსური სადგურის გაშვება საკმაოდ დროული ნაბიჯია.