ისრაელში რელიგიურ დღესასწაულზე შექმნილმა ხალხმრავლობამ 44 ადამიანი იმსხვერპლა. აღნიშნულზე ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, ხალხის ნაწილი გაიგუდა, ნაწილი კი ჭყლეტვაში მოყვა.

ექიმების ცნობით, შემთხვევის შედეგად 104 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები.

ფესტივალი 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო არ ჩატარდა, მაგრამ წელს მდგომარეობა შემსუბუქდა ისრაელში ვაქცინაციის სწრაფი ტემპის ფონზე.