ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის ერთობლივ განცხადებაში საქართველოში ხელისუფლების მიერ ინიცირებულ საარჩევნო კანონპროექტთან დაკავშირებით, ნათქვამია, რომ კანონმდებლობის ხშირი ცვლილების პრაქტიკა შეიცავს საარჩევნო პროცესის სამართლიანობისთვის ძირის გამოთხრის რისკებს.

"ვენეციის კომისია და ოდირი ხაზს უსვამენ საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობის მნიშვნელობას და აცხადებენ, რომ ეს არის წინაპირობა მოსახლეობის საარჩევნო პროცესის ნდობისადმი და ნიშნავს, რომ საარჩევნო კანონმდებლობა, განსაკუთრებით კი მისი ფუნდამენტური ელემენტები, უნდა შესწორდეს სრულყოფილად შემდეგ არჩევნებადე. საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობის ხშირი ცვლილების პრაქტიკა შეიცავს საარჩევნო პროცესის სამართლიანობისთვის და დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ მიმდინარე ძალისხმევისთვის ძირის გამოთხრის რისკს", — ნათქვამია განცხადებაში.

მათივე დასკვნაში ნათქვამია, რომ იმისთვის, რომ საარჩევნო და პოლიტიკური პარტიის კანონმდებლობაში ნებისმიერი წარმატებული ცვლილების განხორციელება სულ მცირე სამ მნიშვნელოვან ელემენტზეა დაფუძნებული:

  1. მკაფიო და ყოვლისმომცველი საარჩევნო კანონმდებლობა, სადაც გათვალისწინებულია საერთაშორისო ვალდებულებები, სტანდარტები და წინამდებარე რეკომენდაციები.
  2. ყველა დაინტერესებულ მხარესთან საჯარო კონსულტაციების შემდეგ კანონმდებლობის მიღება ფართო კონსენსუსის საფუძველზე.
  3. პოლიტიკური ვალდებულება, სრულად მოხდეს ამ კანონმდებლობის იმპლემენტაცია.