"აღარ მინდა, თავს მონად ვგრძნობდე" — ქართველი მოდელები მძიმე სამუშაო პირობებზე საუბრობენ
6-9 მაისს ქართული მოდის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება — თბილისის Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული პანდემიის გამო დისტანციურად გაიმართება. ამ მოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე კი ქართველი მოდელები მძიმე და შეუსაბამო სამუშაო გარემო-პირობებზე ღიად ალაპარაკდნენ.
ამასთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია პირველად მოდის ქართულ ვებსაიტზე FashionHolics Online გამოქვეყნდა.
როგორც წესი, მოდის ხსენებაზე პირველ ასოციაციად გლამური და ფუფუნება გვიჩნდება, თუმცა სოციალურ ქსელებში დაწყებული ერთგვარი კამპანიით ამ სფეროს წარმომადგენლებმა მონეტის მეორე მხარის ჩვენება განიზრახეს.
ინსტაგრამის პირად გვერდზე ერთ-ერთმა ცნობილმა ქართველმა მოდელმა, მარიშა ურუშაძემ პირველმა დაიწყო ამ თემაზე საუბარი:
"არ გვქონდა ჩამოსაჯდომი ადგილი, არც ტუალეტი იმავე შენობაში (გოგოების ნახევარს მენსტრუაცია ჰქონდა და ზოგიერთ მათგანს ტამპონის გამოცვლა კიბეებზე მოუწია), არ უზრუნველყვეს ტრანსპორტით ჩვენი გადაადგილება, არც კვება და ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ამაში დამნაშავეც არავინ იყო. ანაზღაურებაზე არც კი ვისაუბრებ, რაც ჩვენს შრომასთან შედარებით უბრალოდ სასაცილოა", — წერს მოდელი Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულთან დაკავშირებული ერთ-ერთი გადაღების შესახებ ინსტაგრამის ე.წ. Story-ში.
გუჩის და მარკ ჯეიკობსის სამოდელო სახლების მოდელი, მარიშა ურუშაძე დასძენს იმასაც, რომ მათი სამუშაო გრაფიკი 9-10 საათს მოიცავდა და პანდემიის გამო არსებული ტრანსპორტის შეზღუდვების მიუხედავად, მათი გადაადგილებაც კი არ იყო უზრუნველყოფილი.
"აღარ მინდა, თავს მონად ვგრძნობდე. დროა, ორგანიზატორებმა ისწავლონ, თუ როგორ უნდა იზრუნონ ჩვენს ელემენტარულ საჭიროებებზე", — დასძინა ურუშაძემ.
მარიშას ამ განცხადებას მალევე ამ სფეროში მომუშავე სხვა ადამიანებიც გამოეხმაურნენ. მათ შორის აღმოჩნდა ბალენსიაგას მოდელი ანი გავვა, რომელმაც ზოგადად ამ სფეროში გაწეული შრომისთვის სრულიად შეუფერებელი ანაზღაურების პრაქტიკაზე ისაუბრა.
"საზღვარგარეთ ერთ ჩვენებაზე საშუალოდ იხდიან 3 000/10 000 ეროვნულ ლარს ჩვენი ვალუტით. არანაკლებ ენერგიას და შრომას ვდებთ საქართველოშიც იმისთვის, რომ 200 ლარზე ვმათხოვრობდეთ, როდის ჩაგვირიცხავენ. თუ იმის პრეტენზია გვაქვს, რომ ზოგიერთი დიზაინერის ტანსაცმელი იყიდება ზუსტად იმავე ფასში, რაც დიდი და შემდგარი ბრენდების, [მაშინ] 1 ლუქის საფასური არ უნდა იყოს 20 მოდელის ერთიანი ჰონორარი", — წერს ანი გავვა ასევე ინსტაგრამის პირად გვერდზე.
ამ განცხადებებს მხარი დაუჭირეს ქართული მოდის სფეროს სხვა ისეთმა ცნობილმა წარმომადგენლებმაც, როგორებიც არიან ფოტოგრაფი ლუიზა ჩალათაშვილი და მოდელები თაკო ნაცვლიშვილი თუ თათია ახალაია. სოლიდარობის წერილი გაავრცელა სამოდელო სააგენტო Look Modéls Managemént-მაც:
"ვიმედოვნებ მომავალში ქართული მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები და მათი მიმდევრები, სამოდელო პროფესიას აღიქვამენ ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მთავარ მამოძრავებელ ძალად მოდის ინდუსტრიაში და ვიმედოვნებთ, რომ ექნებათ შესაბამისი დაფასება და თანასწორი მოპყრობა!!!" — ვკითხულობთ განცხადებაში.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მალევე ოფიციალური განცხადება გაავრცელა Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-მა. ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში ორგანიზატორებმა აღიარეს "მთელი რიგი პრობლემების" არსებობა:
"სამწუხაროდ, მსოფლიო პანდემიის Covid-19 გამოწვევებმა უდიდესი დარტყმა მიაყენა ჩვენს სექტორს. ექსტრემალურ ვითარებაში ჩვენმა გუნდმა შეძლო მოდის კვირეულის ორგანიზება ციფრულ ფორმატში, ისევე როგორც წამყვანმა საერთაშორისო მოდის კვირეულებმა.
ამ პერიოდში გამოვლინდა მთელი რიგი პრობლემების, რომელიც მეტ კომუნიკაციას, ჩართულობასა და თანამშრომლობას საჭიროებს".
ამავდროულად კი მოდელების ბრალდებების ადრესატებად სულ სხვა პირები დაასახელეს:
"სამწუხაროდ, სოციალურ მედიაში ჩვენს მიმართ უამრავი ცილისმწამებლური განცხადება მოვისმინეთ.
აქვე განგიმარტავთ, ყველა წამოჭრილი პრობლემა და საკითხი განხილული უნდა იყოს კომუნიკაციის სხვა ფორმატსა და ჭრილში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში - მოდელებზე პასუხისმგებელ სააგენტოს და დამქირავებელ დიზაინერს შორის. კერძოდ, რა პირობებით და რა მოთხოვნებით (ჰონორარი, კვება, ტრანსპორტირება, სამუშაო გრაფიკი და ა.შ) იმუშავებს მოდელი მოდის კვირეულსა თუ სხვა ღონისძიებებში.
მოგეხსენებათ, მოდელები სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმყოფებიან დიზაინერებთან და სამოდელო სააგენტოებთან, შესაბამისად გამოვლინდა გარკვეული ტიპის ხარვეზები, რაც ხელის შემშლელი აღმოჩნდა სამუშაო პროცესში.
ჩვენ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, მზად ვართ ხელი შევუწყოთ თანამედროვე სტანდარტების დანერგვას ჩვენს ბიზნესში, მათ შორის, შრომითი უფლებების და უკეთესი სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვითვალისწინებთ კრიტიკულ მოსაზრებებს და ამ ყოველივეს გამოვიყენებთ ამ სფეროს განვითარებისთვის და გავაგრძელებთ ქართული მოდის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე".
მოდის ინდუსტრია საქართველოში დასავლეთის წამყვან ქვეყნებთან შედარებით ახალი და ნაკლებად განვითარებული სფეროა. ეს კი პირველი შემთხვევაა, როცა ქართველი მოდელები შეუსაბამო სამუშაო პირობებზე ღიად ალაპარაკდნენ.
მოდის სამყარო ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი სფეროა, როცა საქმე ადამიანის უფლებებს ეხება და ამჟამად არსებული ცვლილებების გათვალისწინებით, ბევრი იმედოვნებს, რომ მსგავს ღიაობას შესაბამისი შედეგიც მოჰყვება.
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
კომენტარები