აპრილში საქართველოში 82 519 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, აპრილში ქვეყანაში 82 519 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა. ეს მონაცემი 2020 წლის აპრილთან შედარებით 140%-ით მეტია. იქიდან გამომდინარე, რომ 2020 წელს კორონავირუსის პანდემიისას დაწესებული შეზღუდვების გამო საქართველოში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, ეს ზრდა გასაკვირი არ არის.
იმისთვის, რომ ტურიზმის აღდგენის პროცესს ობიექტურად დავაკვირდეთ, 2021 წლის მონაცემები 2019 წლის მაჩვენებლებსაც უნდა შევადაროთ, იმ პერიოდს, როდესაც ტურიზმის სექტორი სრული დატვირთვით მუშაობდა. სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის აპრილში, 2019 წლის იგივე თვესთან შედარებით, 85%-ით ნაკლები ვიზიტი განხორციელდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ სექტორის სრულ აღდგენამდე ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი.
სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთის, ისრაელისა და რუსეთის მოქალაქეებმა განახორციელეს. ვიზიტორების 80% კაცია, ხოლო 20% ქალი, რაც შესაძლებელია, იმით იყოს გამოწვეული, რომ მოგზაურობების ძირითადი მიზანი არა ტურისტული ადგილების მონახულება, არამედ ისეთი ტექნიკური ხასიათის გადაადგილებები იყო, როგორიც, მაგალითად, სატრანზიტო გადაზიდვებია.
აპრილში საერთაშორისო ვიზიტები TOP 10 ქვეყნის მიხედვით ასე გადანაწილდა:
- თურქეთი — 21 106 ვიზიტი, ზრდა 2020 წლის არპრილთან — 48%;
- ისრაელი — 10 098 ვიზიტი, ზრდა — 13 925%;
- რუსეთი — 8 518 ვიზიტი, ზრდა — 125%;
- სომხეთი — 8 331 ვიზიტი, ზრდა — 4%;
- საქართველო (არარეზიდენტები) — 8 253 ვიზიტი, ზრდა — 441%;
- უკრაინა — 5 922 ვიზიტი, ზრდა — 404%;
- აზერბაიჯანი — 5 287 ვიზიტი, ზრდა — 107%;
- უზბეკეთი — 2 711 ვიზიტი, ზრდა — 293%;
- ყაზახეთი — 1 639 ვიზიტი, ზრდა — 285%;
- ბელარუსი — 1 463 ვიზიტი, ზრდა — 77%;
როგორც უკვე აღინიშნა, კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრია მნიშვნელოვნად დააზარალა. 2020 წელს უცხოური ვიზიტების რაოდენობა წლიურად 80%-ით შემცირდა და 1,5 მილიონი შეადგინა. შესაბამისად, შემცირებულია ტურიზმიდან შემოსული თანხებიც — ეროვნული ბანკის გათვლებით, გასულ წელს ტურიზმის სექტორმა უცხოელი ვიზიტორებისგან 2,7 მილიარდით ნაკლები, 541,7 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.
რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებს, სტატისტიკა აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში 212 707 უცხოური ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 82%-ით ნაკლებია.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები