13 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი, სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები განაახლებენ მუშაობას. ამის შესახებ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

"როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში 12 მაისის ჩათვლით უქმე დღეებია. შესაბამისად, შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტისა და სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 მაისიდან, ხუთშაბათიდან, აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნება", — განაცხადა გიორგი ღიბრაძემ, საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა.

აღდგომის შემდგომი ერთი კვირის უქმედ გამოცხადების გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ 9 აპრილს მიიღო.

გაიგეთ მეტი: