რუსეთში, ყაზანში ერთ-ერთ სკოლაში რამდენიმე თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულია 8 ადამიანი, მათგან 7 ბავშვია და 1 მასწავლებელი.

Ria.ru წერს, რომ ჰოსპიტალიზებულია 16 ადამიანი — 12 მოსწავლე და 4 უფროსი. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ორი მოსწავლე მაშინ დაშავდა, როცა თავის დასაღწევად მესამე სართულის ფანჯრიდან გადმოხტა.

გავრცელებული ინფორმაციით, 1 თავდამსხმელი დააკავეს, 1 კი ლიკვიდირებულია.