საქართველოს პარლამენტის წევრი, სალომე სამადაშვილი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ოფიციალურად ტოვებს.

"ნიკა მელიასთან მქონდა, რა თქმა უნდა, კომუნიკაცია. მისთვის გასაგებია ჩემი პოზიცია და ვრჩებით მეგობრებად, მაგრამ მე პარტიაში აღარ გავაგრძელებ საქმიანობას. დღეს მივმართე პარტიას ოფიციალურად დატოვების შესახებ", — ამბობს სალომე სამადაშვილი.

სალომე სამადაშვილმა, მას შემდეგ, რაც მან ხელმოწერაზე ენმ-ს გადაწყვეტილება გააკრიტიკა, პარტიის ხმარდამჭერები მის პირად ფეისბუქგვერდზე შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდნენ. მაშინ On.ge-სთან საუბრისას სამადაშვილმა განაცხადა, რომ პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებდა. მისი თქმით, პარტიას არც პარლამენტში წარმოადგენდა და ენმ-ს დატოვებაზე ოფიციალურ განაცხადს მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებდა.