სამგორის რაიონში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ხანძარია.

ჯერჯერობით უცნობია, რა იწვის და რამდენი ეკიპაჟია ადგილზე მობილიზებული. On.ge დაუკავშირდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და ინფორმაციას განახლებისთანავე შემოგთავაზებთ.

განახლება: ხანძარი სასაწყობე ფართს გაუჩნდა, სადაც ძირითადად პლასტმასის საქონელი ინახებოდა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.