ისრაელმა ღაზის სექტორში მრავალსართულიანი შენობა გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაცის Times of Israel ავრცელებს.

მედიის ცნობით, ეს მესამე მრავალსართულიანი შენობაა, რომელზეც ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს. გამოცემა წერს, რომ მსგავს შენობებში ღაზის სექტორის ტერორისტული დაჯგუფებების ლიდერები ცხოვრობენ.

11 მაისს ღაზის სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 12-სართულიანი შენობა ჩამოინგრა. ისრაელის ცნობით, შენობაში ჰამასის ლიდერები იმყოფებოდნენ.

10 მაისს იერუსალიმში დაპირისპირება გამწვავდა. რამდენიმე წლის შემდეგ პირველად, ჰამასმა იერუსალიმზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. საპასუხოდ, ისრაელმა ღაზის სექტორზე საჰაერო იერიში მიიტანა. 11 მაისს ღაზის სექტორმა დაბომბა თელ-ავივიც. სიტუაცია დაიძაბა ქალაქ ლოდშიც. მედიების ცნობით, გვიან ღამით პალესტინელი ახალგაზრდები ქუჩებში გამოვინენ — დაწვეს სინაგოგები, მაღაზიები და ათეულობით მანქანა. მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სიტუაციის განსამუხტად ქალაქში სასაზღვრო პოლიცია გაიგზავნა.

ამავე თემაზე: