ბოლო მონაცემებით, ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 149-მდე გაიზარდა, მათ შორის, 41 ბავშვია. დაშავებულია 1 000-ზე მეტი ადამიანი. ამასთან, შეტაკებების შედეგად ისრაელის, სულ მცირე, 10 მოქალაქე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ Al Jazeera ავრცელებს.

მედიის ცნობით, 16 მაისის გამთენიისას, სარაკეტო თავდასხმების შედეგად, 4 პალესტინელი დაიღუპა, ათეულოით დაშავდა. განადგურდა, მინიმუმ, 2 საცხოვრებელი შენობა. გამოცება ჰამასზე დაყრდნობით წერს, რომ სამიზნე გახდა მათი დაჯუფების უფროსის, იეჰა ალ-სინვარის სახლიც.

Al jazeera-ს ინფორმაციით, 15 მაისს ისრაელის მიერ გაშვებული რაკეტები ღაზის სექტორში დევნილთა ბანაკს მოხვდა, რა დროსაც დაიღუპა 10 პალესტინელი, მათ შორის, 8 ბავშვი. იმავე დღეს, ღაზაში ისრაელის ავიაიერიშის შედეგად, განადგურდა მრავალსართულიანი სახლი, რომელშიც განთავსებული იყო სხვადასხვა მედიის, მათ შორის, Associated Press-ისა და Al Jazeera-ს ოფისები.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით კი, ბოლო 24 საათში ღაზის სექტორმა მათი მიმართულებით 130 რაკეტა ისროლა, რომელთაგან ათობით რაკეტა რკინის გუმბათის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემით გაანეიტრალეს.

ისრაელსა და ღაზის სექტორში ვითარება რამდენიმე დღეა დაძაბულია. 10 მაისს დაჯგუფება ჰამასმა იერუსალიმზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. საპასუხოდ, ისრაელმა ღაზის სექტორზე საჰაერო იერიში მიიტანა. 11 მაისს ღაზის სექტორმა დაბომბა თელ-ავივიც.

გაიგეთ მეტი: