საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისის აღსანიშნავად, On.ge სტატიების კონკურსს აცხადებს. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია.

დავალება: ამოირჩიე ცნობილი ფიგურა საქართველოს ისტორიიდან, ხელოვნებიდან ან საზოგადოებრივი ცხოვრებიდან და მოუყევი მას ამჟამინდელი რეალობის შესახებ.

ამბავს, რომელზეც შერჩეულ ისტორიულ პიროვნებას მოუთხრობ, ასევე თავად არჩევ. შენი სტატიის თემა შეიძლება იყოს პოლიტიკური მდგომარეობა, საერთაშორისო მიღწევები, საზოგადოების განწყობები — თუნდაც ამ ადამიანის მიმართ საუკუნეების და ათწლეულების შემდეგ. მოკლედ, ნებისმიერი რამ, რასაც ამჩნევ და გაინტერესებს.

სტატია გამოგზავნე ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 25 მაისი, 15:00 საათი. საუკეთესო სტატიის ავტორი 26 მაისს დასახელდება,
კონკურსში გამარჯვებულს კი On.ge-ის რედაქცია შეარჩევს.

გამარჯვებული სტატიის ავტორი მიიღებს ჰონორარს. საუკეთესო ნამუშევარი On.ge-ზე ავტორის მითითებით გამოქვეყნდება.