სინოვაკის ვაქცინაზე რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათზე იწყება. აღნიშნულზე ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

"სინოვაკის ვაქცინა, სინოფარმის მსგავსად, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ინაქტივირებული ვაქცინაა. ოფიციალური მონაცემებით სხვადასხვა ქვეყნებისთვის მიწოდებულია 260 მლნ. დოზა სინოვაკის ვაქცინა", — აცხადებენ NCDC-ში.

სინოვაკით ვაქცინაცია ორშაბათს, 24 მაისს დაიწყება.