მსახიობი მარინა ჯანაშია 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია On.ge-ს რუსთაველის თეატრში დაუდასტურეს. მსახიობს ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა და ბოლო პერიოდში მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

მარინა ჯანაშია 1968 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი იყო. 1981 წელს ის კოტე მარჯანიშვილის თეატრში გადავიდა, ხოლო 1988 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრს დაუბრუნდა.

თეატრის სცენაზე მას განსახიერებული აქვს ათობით როლი, მაყურებელი მას ასევე იცნობს ფილმიდან კუკარაჩა, ქალბატონი ანიკოს როლით.

მარინა ჯანაშიას ბოლო როლი კინოში 2013 წელს შედგა, ნანა ექვთიმიშვილის ფილმში გრძელი ნათელი დღეები.