პროკურატურის ინფორმაციით, გორში სექსუალური დანაშულისთვის დაკავებულ კაცს ბრალი არასრულწლოვნის გაუპატიურების მუხლით წარუდგინეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა არასრულწლოვანი ბიჭი 2018 წლიდან 2021 წლის პერიოდში რამდენჯერმე გააუპატიურა.

"2018 წლიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტში გ.ზ.-მ ძალადობით, ძალადობის მუქარით და დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანი რამდენჯერმე გააუპატიურა. გ.ზ. დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, თუ ის მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდა", — აღნიშნვენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, დანაშაულის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის 21 მაისს მიიღო და გამოძიება იმავე დღეს დაიწყო, ბრალდებული კი 25 მაისს დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით გორის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავენ. მათივე ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.