ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყებაში ამბობენ, რომ მინისტრი თავს კარგად გრძნობს, თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

მათივე ინფორმაციით, სამინისტროს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილნი.

მინისტრმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა AstraZeneca-ს პირველი დოზა 23 მარტს გაიკეთა. ის საჩხერის სამედიცინო ცენტრში პირდაპირ ეთერში აიცრა.