მეუფე იაკობმა არჩევნებში ჩართვა დააანონსა
ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი არჩევნებში ჩართვას აანონსებს. მისი თქმით, ამ არჩევნებს "შეხედავს" და შემდეგ "რაღაც პერიოდი" ჩაერთვებიან. მეუფემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "უკვე მოფიქრებული აქვთ" და არჩევნებზე გამარჯვებაც არ გაუჭირდებათ.
"თუ დავინახე, ამ არჩევნებს შევხედავ, ამ არჩევნებს გავატარებ, შევხედავ, რა ხდება, რა არა [...] ჩავერთვებით მერე, რა, რაღაც პერიოდი, ყველანაირი ფორმით. ასეთ არევას, საქართველოს არევას არავის არ ვაპატიებთ. მანამდე უკვე ეკლესიაში მოგვარებული გვექნება, ვინც მტრობს ეკლესიას იმასთან [...] მე ვთქვი, ჩვენ ჩავუდგებით ახალ ძალას-თქო. მოფიქრებულიც გვაქვს, რაც უნდა გავაკეთოთ, არც მხარდაჭერა გაგვიჭირდება და არაფერი გაგვიჭირდება არჩევნებზე გამარჯვებისთვის. ბოლოში რა პარტიებიც შემოვიდნენ, არცერთთან, ჩვენ ცალკე. პირადად გეუბნები, ახალ ძალებს ჩავუდგები სათავეში და ვისთან იყო, ვისთან არა, სულ არ მაინტერესებს", — თქვა მან.
შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ოპოზიციაში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ამ არჩევნებზე ისინი კვლავ გაერთიანებული სახით უნდა წარდგნენ. კერძოდ, არის ვარაუდი, რომ ოპოზიცია საერთო კანდიდატად ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას დააყენებს.
თუმცა რამდენიმე პარტიამ ენმ-ს კანდიდატის მხარდაჭერაზე უარი უკვე თქვა, მათ შორის, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. მისი განცხადებით, უნდა შეიქმნას მესამე, "მძლავრი მიზიდულობის ცენტრი", რომლითაც ხელისუფლების ცვლილების პროცესი დაიწყება. მელიას კანდიდატურის მხარდაჭერაზე უარს აცხადებს მოქალაქეების ლიდერიც, ალეკო ელისაშვილი. მისი თქმით, პარტიაში მიდის მსეჯლობა, რომ თბილისის მერობაზე საკუთარი კანდიდატურა დააყენოს. რაც შეეხება გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძეს, ის ამბობს, რომ თუ ექნება შემოთავაზება იყოს ოპოზიციის საერთო კანდიდატი უარს არ იტყვის და არც ვინმეს სასარგებლოდ თავის კანდიდატურას მოხსნის.
საკუთარი კანდიდატურა ჯერ არ დაუყენებია არც მმართველ პარტიას. მედია საუბრობს იმაზე, რომ მოქმედი მერი, კახა კალაძე ქართული ოცნების კანდიდატი არ იქნება. ამას არ ადასტურებენ "ოცნების" ლიდერები. ირაკლი კობახიძის თქმით, პარტიაში "ყველას, 36 ათასივე წევრს" ექნება სურვილი, რომ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი იყოს. მისი განცხადებითვე, კალაძე "ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია" და უპირველეს ყოვლისა, თავად მის პოზიციაზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა ის მერობის კანდიდატი.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საკუთარ კანდიდატურას დააყენებს ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარიაც. ამას სკეპტიკურად უყურებს მმართველი პარტია. ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ გახარია თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარ თავს დააყენებს "საუკეთესო შემთხვევაში მესამე ადგილზე გავა".
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
კომენტარები