ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Sinovac Biotech-ის ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა. ამის შესახებ ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

სინოვაკი გახდა მეორე ჩინური ვაქცინა, რომელმაც WHO-ს ავტორიზაცია მიიღო. WHO-ს გაცემული ნებართვა ვაქცინის საგანგებო გამოყენებაზე სიგნალია სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო მარეგულირებლებისთვის, რომ ის ეფქტურია და მისი გამოყენება უსაფრთხოა. ეს ასევე ნიშნავს, რომ სინოვაკის ვაქცინა Covax პლატფორმაზე განთავსდება.

სინოვაკის ვაქცინაზე რეგისტრაცია საქართველოში 21 მაისს, ხოლო ვაქცინაცია 24 მაისს, ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, სანამ ვაქცინა ავტორიზაციას მიიღებდა.

გაიგეთ მეტი სინოვაკზე: