რას ჰყვება ბიჭი, რომელიც ნინოწმინდის პანსიონში ცხოვრობდა
ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარი, რომელმაც დაწესებულება 5 წლის წინ დატოვა, იქ არსებულ გარემოს იხსენებს და ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობს. დათომ (სახელი მისი ინტერესებიდან გამომდინარე შეცვლილია) უკვე რამდენიმე მედიასთან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ექცეოდნენ არასრულწლოვნებს მეუფე სპირიდონის ბავშვთა სახლში. ფორმულას ეთერში მანდ განაცხადა, რომ იქ მომხდარზე ინფორმაცია საპატრიარქოსაც მიაწოდა, თუმცა პასუხად დახმარების მაგივრად კრიტიკა მიიღო და "ღვთის მგმობი" უწოდეს.
დათოს თქმით, ერთი კვირის იყო, როცა პანსიონში დატოვეს; ბაღის ასაკამდე იქ ცხოვრობდა, შემდეგ ზესტაფონის პანსიონში გადაიყვანეს, მისი დახურვის გამო კი სკოლის ასაკში ისევ ნინოწმინდაში დააბრუნეს. ამბობს, რომ როცა გაიზარდა ეწინააღმდეგებოდა პანსიონში არსებულ წესებს, რის გამოც ურჩ ბავშვად მიიჩნევდნენ და ხშირად სჯიდნენ — დასჯის მეთოდებად "რეიკებით" და სახაზავებით ცემას, იძულებით მეტანიებს, ბუქნებს, ბრინჯის მარცვლებზე მუხლებით დაყენებას და საჭმლის აკრძალვას იყენებდნენ. პანსიონი 15 წლის ასაკში, 2016 წელს დატოვა, რის შემდეგაც ფსიქოლოგიურ ტრავმებთან უწევდა გამკლავება.
დათოს თქმით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყვნენ სხვა ბავშვებიც. ის იხსენებს შემთხვევას, როცა აღმზრდელმა ბავშვი უგონო მდგომარეობამდე სცემა და ამბობს, რომ 7 წლის ბიჭი სავარაუდოდ გარდაცვლილი იყო. მისი თქმით, ამ შემთხვევის შემდეგ ბავშვი აღარ უნახავთ.
"ბიჭი გაიქცა გოგოსკენ, დაედევნა გამზრდელი ქალი, რომელმაც იმ ადგილამდე, სადაც მისი ტოლი ბავშვები იდგნენ ის ბაკებით ათრია, შემდეგ კი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მას წიხლებით შედგა. ეს ბავშვი მივიდა იმ დონემდე, რომ მისი სუნთქვა არავის გაუგია. ვფიქრობ, რომ გარდაიცვალა იმიტომ, რომ როცა ამ ქალმა არ შეწყვიტა მასზე წიხლებით ძალადობა, შემდგარი იყო 7 წლის ბავშვზე ეს ადამიანი, ის ბავშვი აღარც ინძრეოდა და აღარც ის ჩანდა, რასაც დავაკვირდი, სუნთქვა.
ექიმი არ გამოსულა, შიგნით ჰყავდათ ექიმი. ბავშვი ეზოში ეგდო მანამ, სანამ არ მოვიდა შავი დაბურული მანქანა, პოლიცია არ იყო, არც ფორმა ეცვათ. მოვიდნენ და მორგის ცელოფანი ხომ არის, შავი რომელშიც მიცვალებულს აწვენენ და მიჰყავთ, იმაშიც არ ჩაუწვენიათ, რაღაც უბრალო "პლიონკაში", თეთრ ცელოფანში ბავშვი გადაახვიეს, ჩასვეს უკან და წავიდა. იმის მერე იმ წლებში რაც მე იქ გავატარე, არც ძალოვანი უწყებები, არც პოლიცია იქ არ გამოჩენილა", — იხსენებს ის და ამატებს, რომ შემთხვევას სხვა თვითმხილველებიც ჰყავდა.
დათო ამბობს, რომ პანსიონში ფსიქოლოგიური ძალადობის და ბულინგის მსხვერპლი იყვნენ შშმ პირებიც. მისი თქმით, მასწავლებლებთან ერთად ერთ-ერთ ბენეფიციარს სხვა ბავშვებიც აბულინგებდნენ, რადგან აღმზრდელების ეშინოდათ.
"ბავშვს ჰქონდა გენეტიკური დაავადება თანდაყოლილი და შარდვას ვერ იკავებდა. ამის გამო აღმზრდელებმა და ბავშვებმა დაუძახეს მოსიარულე ფსელი. მასწავლებლებმა დაიწყეს და ბავშვები აყვნენ იმიტომ, რომ შეიძლება რომ არ აყოლილიყვნენ, მასწავლებლებს ეთქვათ, რომ მე რომ ვამბობ არ ემორჩილები ამას და ამის გამო დაესაჯათ ბავშვი. ამ ბავშვის დამცირება მიდიოდა საშინელ დონეზე, მითუმეტეს იყო ჩემზე უფროსი. გული მწყდებოდა იმაზე, რომ ეს ბავშვი 18 წლის რომ გახდა მაქედან გაუშვეს, ყავდა ლოთი დედა, აღმოჩნდა ქუჩაში, არ დადიოდა სახლში და უმეტეს დროს ატარებდა ბავშვთა სახლის ჭიშკართან".
დათოს თქმით, ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული აღმზრდელი ციცო გელაშვილი იყო, რომელიც ბავშვებს სცემდა, თვალებს რეიტუზით უხვევდა და ძალით დაძინებას აიძულებდა. მისივე თქმით, როცა მეუფემ ამაზე გაიგო, მასწავლებლობიდან დირექტორობამდე დააწინაურეს.
"განსაკუთრებით რომელ აღმზრდელსაც ვერ ვიტანდით და ყველაზე მეტი აგრესიით გამოირჩეოდა, იყო ციცო გელაშვილი. ის ყველა ბავშვის მიმართ იჩენდა რთულ დამოკიდებულებას იმიტომ, რომ არ აინტერესებდა ეს ბავშვები. ჰქონდა ჩამოყალიბებული ის აზროვნება, რომ დავეყავით კლანებად. ვიყავით ფენებად დაყოფილი: კარგი მოსწავლე, ცუდი მოსწავლე და საშუალო. იყო მომენტები, როცა სამხარს კარგ მოსწავლეს, ათოსანს, მათ დამჯერს, არ მინდა ეს სიტყვა გამოვიყენო, მაგრამ მათ მონას, იმიტომ, რომ მე რომ რამე მეთქვა, ამ კარგ მოსწავლეს მიქონდა ენა და მე ვისჯებოდი, იყო შემთხვევები, რომ იმას 3 "კამფეტი", 3 "პეჩენია" და შენ რომ ცუდი ხარ ერთიც გეყოფა. [...]
ციცო გელაშვილს ჰქონდა ასეთი წესი, რომ შუადღეს უნდა აგეკრა თვალები იმის მიუხედავად გეძინებოდა თუ არა. შემდეგ ჩამოივლიდა და ამოწმებდა ვის ეძინა და ვის არა. თუ არ გეძინა, დაისჯებოდი. გქონდა რაღაც მონაკვეთი, როცა უნდა მოგესწრო დაძინება".
ამბობს, რომ ფეხშიშველმა, საცვლის ამარამ, ფანჯრიდან გადახტომით, ჭიშკარზე აძვრომით 30-ჯერ მაინც სცადა გაპარვა და ყოველ ჯერზე დაიჭირეს, რის შემდეგაც უკეთებდნენ დამაძინებელს და 2-3 დღე გათიშული იყო. მისივე თქმით, ხშირად არა დაცვა, არამედ ამავე პანსიონში მცხოვრები დიდი ბავშვები იჭერდნენ, რომლებიც აღმზრდელების ნდობით სარგებლობდნენ.
ამბობს, რომ პანსიონის მიმდებარედ პოლიციაში მომუშავე წყვილს მისი შვილად აყვანა სურდათ, თუმცა მეუფემ უარი უთხრა იმ მოტივით, რომ მშობლები გამოჩნდებოდნენ. მისი თქმით, ამ პოლიციელის დახმარებით ოჯახის წევრებზე მოიპოვა ინფორმაცია და დედამ მიაკითხა.
მისივე თქმით, დედასთან საუბრისას გაიგო, რომ პანსიონში ბევრჯერ იყო მისული, მაგრამ უთხრეს, რომ ის უკვე გაშვილებული ყავდათ.
ის იხსენებს, რომ პანსიონის დატოვების შემდეგ ფსიქოლოგიური ტრავმა ჰქონდა, ახსენდებოდა ძალადობის ფაქტები, ამიტომ 15 დღეს ფსიქიატრიულ კლინიკაში იწვა და ფსიქოლოგებთან დადიოდა.
"ხშირად ვხედავდი ზუსტად იმ ფაქტებს, რაც იქ გადავიტანე. ხშირად თვალწინ წარმომიდგებოდა ის ცემა, რა სცენასაც მე შევესწარი. ხშირად იმ ფაქტებს ვხედავდი, როცა ვიჯექი ბრინჯზე და პურის მარცვლებზე და მუხლებიდან სისხლი მომდიოდა", — აცხადებს ის.
დათო მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს და მეუფე სპირიდონის წინააღმდეგ ჩვენება სასამართლოში მისცეს. ამბობს, რომ თუ ნინოწმინდის პანსიონს ბავშვები დროულად არ დატოვებენ, მათ გაუჭირდებათ ცხოვრების გაგრძელება.
ომბუდსმენი პანსიონში არსებულ პრობლემებზე წლებია საუბრობს. ის, რომ სავარაუდო ძალადობაზე ინფორმაცია ჰქონდა საპატრიარქოს და შესაბამის უწყებებს შსს-ს განცხადებითაც დასტურდება. კერძოდ, უწყება აცხადებს, რომ 2016 წლიდან დღემდე პანიონში განვითარებულ მოვლენებზე 5 საქმე აღიძრა, 4 ძალადობაზე და 1 სავარაუდო გაუპატიურებაზე.
1 საქმე მედიაში ბენეფიციარის მიერ ძალადობაზე ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ აღიძრა, თუმცა მანამდე მიმდინარე 4 გამოძიების შედეგი ჯერ დამდგარი არ არის. მიზეზად შსს მტკიცებულებების ნაკლებობას ასახელებს.
რაც შეეხება საპატრიარქოს პოზიციას, 4 მაისს, ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ილია მეორის მითითებით შეიქმნა კომისია, რომელიც ჩავიდა ნინოწმინდის პანსიონში სიტუაციის შესასწავლად. მისივე მტკიცებით, პირველები იქნებიან, ვინც ხმას ამოიღებენ, თუ ბავშვების მიმართ რაიმე დარღვევები იქნება.
გარდა ამისა, ჯაღმაიძე ამტკიცებს, რომ მოისმინა ყოფილი ბენეფიციარების განცხადებები და ისინი ან რეალობას არ შეესაბამება, ან "ყველაფერს აქვს ახსნა".
"საკმაოდ მძიმე იყო, თუმცა ყველაფერს აქვს ახნსა და ხშირ შემთხვევაში გამოჩნდება, რომ ეს რეალობას არ შეესაბამება. მე მინდა 2 სიტყვით გითხრათ იმ საქმების შესახებ, რომელზეც მოვისმინეთ, თითქოს იყო აქ მძიმე დანაშაულებებზე საუბარი. რეალურად, ეს საქმეები არ იხსნება, გაუხსნელი საქმეებია იმის გამო, რომ არ არსებობს დასაბუთება იმ ბრალდებებისა, რომელიც წამოყენებული იყო", — განაცხადა მან.
ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონზე მეუფე სპირიდონის ჩამოშორების საკითხი არ დგას, ის გაკვირვებულია ამ საკითხზე ჟურნალისების მიერ დასმული კითხვებით. მისი თქმით, აქამდე გავრცელებული ინფორმაციები დასაბუთებული არ არის, ამიტომ გამოძიებას უნდა დაელოდონ.
ამავე თემაზე:
- ჯაღმაიძე პანსიონზე: რატომ უნდა ჩამოშორდეს მეუფე სპირიდონი? რატომ დგას ეს საკითხი?
- წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭო ნინოწმინდის პანსიონზე ხელისუფლებას მიმართავს
- PHR-მა შსს-ს მეუფე სპირიდონისთვის შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე მიმართა
- ნინოწმინდის პანსიონზე საუბრისას კობახიძე ამბობს, რომ საპატრიარქოსთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურთ
- ომბუდსმენი მეუფე სპირიდონის გავრცელებულ ვიდეოებზე უწყებებს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები