პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას ფრაქცია შეიქმნა, როლმელსაც ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს. ფრაქცია 32 წევრისგან შედგება.

ნაციონალურმა მოძრაობამ და მასთან ერთად ბლოკში შემავალმა პარტიებმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 30 მაისს მიიღეს, თუმცა შარლს მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ.

ამ ეტაპისთვის პარლამენტში უკვე სამი ოპოზიციურიფრაქციაა, მათ შორის ლელო — პარტნიორობა საქართველოსთვის და შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი.