"დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისაგან გვდიოდეს" — რეზო გაბრიაძის მემკვიდრეობა
Extra Cepam Nihil Cogito Nos Lacrimare — "დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისაგან გვდიოდეს". ასეთ წარწერას შეამჩნევთ რეზო გაბრიაძის თეატრის ფასადზე. მისი შემოქმედება და აწ უკვე მემკვიდრეობა ამ მიზანს ნამდვილად ბოლომდე ემსახურა.
6 ივნისს ლეგენდარული ქართველი ხელოვანი, რეზო გაბრიაძე, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რეჟისორის, მხატვრის, მოქანდაკისა და მწერლის შემოქმედებას კარგად იცნობდნენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ამაზე მეტყველებს გარდაცვალების შემდეგ საერთაშორისო გამოცემებში მისადმი მიძღვნილი სტატიები. მათ შორის იყო BBC-ც, რომელიც ქართველ რეჟისორზე ჯერ კიდევ 2002 წელს წერდა, როცა გაბრიაძე თავისი მარიონეტების თეატრით მსოფლიო ტურს მართავდა.
ქართველ რეჟისორს ყველგან აღფრთოვანებით ხვდებოდნენ და ასეთივე ემოციებით წერდნენ მასზე სტატიებს. The New York Times-მა გაბრიაძეს "საქართველოს ეროვნული საგანძური" უწოდა.
ამ შეფასების აბსოლუტურ სიმართლეში ეჭვი არ შეგვეპარება, თუკი კიდევ ერთხელ გადავავლებთ თვალს გაბრიაძის შემოქმედებას. მით უმეტეს, რომ ეს შემოქმედება ხელოვნების რამდენიმე სფეროში ერთნაირად წარმატებულ მოღვაწეობას მოიცავს.
რეზო გაბრიაძემ ქართულ კინოს უკვდავი ნამუშევრები აჩუქა. მისი სცენარების მიხედვით შეიქმნა ფილმები ქინ-ძა-ძა (1986), მიმინო (1977), ქვევრი (1970), შერეკილები (1973), არაჩვეულებრივი გამოფენა (1968) და სხვა. უმეტეს შემთხვევაში, ტანდემი კომპოზიტორ გია ყანჩელთან დგებოდა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ყველა კინოფილმს გამორჩეულად ჯადოსნური დიალოგები და მუსიკა ახასიათებს.
1987 წელს გაბრიაძეს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა, ორი წლის დაგვიანებით კი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და სსრკ-ის სახელმწიფო პრემიაც მიიღო.
ამბებმა კინოეკრანიდან სცენაზე 1981 წელს გადაინაცვლა, როცა გაბრიაძემ თბილისში, შავთელის 13-ში, თეატრი გახსნა. თეატრში ის ნამდვილ ჯადოქრად იქცა — თავადვე იყო ყველაფრის შემოქმედი; მათ შორის, იმ კოშკისაც, რომელიც 2010 წელს აშენდა და მალევე იქცა ქუჩის სიმბოლოდ. მხატვარი გაბრიაძის ფანტაზიით და გაფორმებებით შექმნილი საათიანი კოშკურა ერთ-ერთი პირველი ნიშანიშაა, რომელიც შავთელის ქუჩაზე მოხვედრისთანავე მაგიურ ატმოსფეროს გაგრძნობინებთ და უნებლიეთ გაგიყენებთ ხელოვანის თეატრის გზას.
გაბრიაძის რეჟისორობით თეატრში არაერთი გამორჩეული სპექტაკლი დაიდგა, რომელთა წყალობითაც შემოქმედებითმა ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში, გასტროლებით მოიარა ევროპული ქალაქები და ყველგან ოვაციები დაიმსახურა. განსაკუთრებული აღფრთოვანებით ევროპაში სტალინგრადს შეხვდნენ, რომლის პრემიერაც 1996 წელს, დიჟონში გაიმართა. სპექტაკლის თემა მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ უმთავრეს ბრძოლას შეეხება და ის "სიცოცხლეზე, სიყვარულსა და ადამიანებზეა".
არანაკლები ჯადოსნურობით გამოირჩეოდა გაბრიაძის, როგორც მხატვრისა და მოქანდაკის შემოქმედება. მისი შექმნილი ნამუშევრები არაერთ ევროპულ ქვეყანასა და რუსეთის რამდენიმე ქალაქში გამოიფინა.
უამრავი უცხოური პრემიის ლაურეატი ხელოვანის შესახებ 2017 წელს ბიოგრაფიული ანიმაცია, დედა, იცი სად ვიყავი? შეიქმნა, რომლის პრემიერაც მომდევნო წელს შედგა ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე. ნამუშევრის სცენარი თავად რეზოს ეკუთვნოდა, რეჟისორი კი მისი შვილი, ლეო გაბრიაძე იყო.
ფილმი, სადაც "ნამდვილი ამბები ოსტატურად ერწყმის პატარა ბიჭის ფანტაზიასა და ზმანებებს", ამერიკის ქალაქებშიც აჩვენეს, სულ რამდენიმე თვის წინ კი ეს ნამუშევარი, სახელწოდებით რეზო, პოპულარულ სტრიმინგ პლატფორმა ნეტფლიქსზე განთავსდა.
-
გადახედვარუსთაველის გამზირი გადაიკეტა. ქალთა მარში ფოტოებში რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. ქალთა მარში ფოტოებში
-
გადახედვა"ჩვენ, Gen Z-ის დედებიც მაგრები ვართ!" — ფოტოებში: ქალთა მარში ბათუმში "ჩვენ, Gen Z-ის დედებიც მაგრები ვართ!" — ფოტოებში: ქალთა მარში ბათუმში
-
გადახედვაქალთა მარში: რა არის დღევანდელი მსვლელობის გეგმა და ძირითადი პოლიტიკური გზავნილები ქალთა მარში: რა არის დღევანდელი მსვლელობის გეგმა და ძირითადი პოლიტიკური გზავნილები
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვასტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
-
გადახედვადაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA დაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
კომენტარები