საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, არცერთ ფრაქციაში გაერთიანებას არ აპირებს. ამის შესახებ მან დღეს პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

"ამ პარლამენტში მომიწია დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შემოსვლა. ვფიქრობ, რომ პარლამენტის დეპუტატის სტატუსი საკმარისად მაღალია იმისათვის, რომ რა საქმიანობის განხორციელებაც გინდა, ამაზე ამოიღო ხმა და ისუაბრო. ამიტომ ამ ეტაპზე არც არავისთან და არცერთ ფრაქციაში გაერთიანებას არ ვგეგმავ", — განაცხადა მან.

კორძაიას თქმით, ნაციონალურ მოძრაობის ფრაქციაში არყოფნის მიზეზი უთანხმოება არ არის. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე გადაწყვიტა, რომ უმჯობესია საკუთარ თავს თავისუფლება მისცეს და გაახმოვანოს მხოლოს ის, რასაც თავად ფიქრობს.

თამარ კორძაიამ რესპუბლიკური პარტია 4 ივნისს დატოვა. მან მიზეზად რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილება დააასახელა, რომლის თანახმად, პარტია "შარლ მიშელის სამუშაო ჯგუფის" ფრაქციაში გაერთიანდა. მისი თქმით, პარტიის ორ წევრს, მას და ხათუნა სამნიძეს ოპოზიციასთან თანამშრომლობა უფრაქციოდ უნდა გაეგრძელებინა.