12 რამ, რაც Sex Education-მა სექსზე, გენდერსა და სექსუალობაზე გვასწავლა
ბრიტანული კომედიური დრამა Sex Education თავისი სახელწოდებიდან გამომდინარე (სქესობრივი განათლება), ცხადია, მაყურებელს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე აწვდის ინფორმაციას, როგორიც სექსი, სექსუალობა, გენდერი და ზოგადად ჩვენი სხეულების თავისებურებები და მრავალფეროვნებაა.
სერიალი, რომელიც ძირითადად თინეიჯერების ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს, არა მხოლოდ მოზარდებს, არამედ ნებისმიერი ასაკის ადამიანსაც სანდო, საინტერესო და სასარგებლო ცოდნას უზიარებს: სქესობრივ განათლებასთან დაკავშირებით დღემდე ზოგადი ცოდნა ხშირ შემთხვევაში ძალიან მწირია.
ამ სტატიაში ის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გავაერთიანეთ, რომლებმაც ეს სატელევიზიო შოუ არა მხოლოდ სახალისო თავშესაქცევად, არამედ ერთგვარ საგანმანათლებლო წყაროდაც აქცია.
1. სექსი ორივე პარტნიორს უნდა ანიჭებდეს სიამოვნებას
სიმართლე რომ ვთქვათ, არავინ გვასწავლის, განსაკუთრებით ქალებს, თუ როგორია მაინც სექსი. ამის გამო ბევრი ქალი არ იცნობს იმ გზებს, რომლითაც სექსისგან სიამოვნების მიღება შეიძლება. ასე იყო ეიმიც, რომელსაც ეგონა, რომ მხოლოდ პარტნიორზე უნდა კონცენტრირებულიყო და მის სიამოვნებაზე ეფიქრა, ნაცვლად საკუთარისა.
2. საკუთარი თავის სიამოვნებაში არაფერია სამარცხვინო
კვლავ ეიმის მაგალითი გვაჩვენებს, რომ მასტურბაცია ქალებში ხშირად ტაბუირებულია, არადა არაფერია ამაში "აკრძალული", "ცოდვილი" ან "გარყვნილება": ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება და შეუძლია, საკუთარ თავს სიამოვნება თავად მიანიჭოს. ხანდახან ეს სხვასთან გამოცდილ სექსსაც კი შეიძლება სჯობდეს...
3. სექსი და სექსუალობა ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ მასზე ცოდნას უნდა ვფლობდეთ
როცა საქმე სქესობრივ განათლებას ეხება, რეალობა ასეთია ხოლმე: სკოლაში ის მწირი მასალა, რასაც ბიოლოგიის წიგნები შეიცავს, ხშირად სათანადოდ არ ისწავლება, ჩვენ გარშემო კი მითებსა და ლეგენდებს ვისმენთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ საკითხებზე სანდო ცოდნა შევიძინოთ და როგორც სხვებს, ისე საკუთარ თავს გავუფრთხილდეთ.
4. აბორტის სირთულეები
აბორტთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის მარტივი არაა, მაგრამ ეს სერიალი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რა სირთულეებს შეიძლება გადააწყდეს ქალი, როცა ორსულობის შეწყვეტას გადაწყვეტს. იმასაც კარგად ვხედავთ, რომ ასეთ დროს მისი ნუგეშისმცემლები ისევ სხვა ქალები თუ იქნებიან.
5. როგორია ჰომოფობიის და ტრანსფობიის მძიმე შედეგები
ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად საუბრობენ LGBTQ ადამიანების უფლებებზე, რაც ზოგს მცდარ წარმოდგენას უქმნის, რომ სექსუალური ორიენტაციის შესახებ სტიგმა რადიკალურად შეიცვალა და პრობლემებიც აღარავის ექმნება, თუმცა ერიკის ისტორია გვაჩვენებს, რომ ჰომოფობიითა თუ ტრანსფობიით მოტივირებული სიძულვილის გამო დღემდე არავინაა დაზღვეული ფიზიკური შეურაცხყოფისა და ძალადობისგანაც კი.
6. "არა ნიშნავს არას"
ხანდახან ჰგონიათ, რომ ურთიერთობის დაწყებისას ინტერესის ობიექტი თავის ნამდვილ გრძნობებს გულახდილად არ ამხელს და თუნდაც შენს სიმპათიაზე იმავეთი არ გიპასუხოს, აუცილებლად თავი უნდა მოაბეზრო, არ მოასვენო და "კი" ათქმევინო, რაც ხშირ შემთხვევაში უკვე ძალადობის სახეს იღებს.
როგორც ოტისმა აუხსნა ლიამს, ხანდახან იმ ადამიანებს, რომლებიც ძალიან მოგვწონს, შეიძლება, ჩვენ სექსუალურად სულაც არ ვიზიდავდეთ და მათ არჩევანს პატივი უნდა ვცეთ.
7. აუცილებელი არ არის, სქესობრივი ცხოვრება დაიწყო, თუ ჯერ ამისთვის მზად არ ხარ
თუ შენ გარშემო ყველა სქესობრივად აქტიურია და ჯერ შენ სექსი არ გქონია, შეიძლება ამის გამო დაისტრესო ისე, როგორც ეს ლილის დაემართა: ამის გამო ნებისმიერთან ცდილობდა, რომ სექსი ჰქონოდა, რაც წარმატებით არ დასრულებულა. საბოლოოდ კი, გააცნობიერა, რომ ამისთვის უბრალოდ ჯერ მზად არ იყო და არც თავისთვის უნდა დაეტანებინა უსაფუძვლოდ ძალა.
8. ზოგიერთ ადამიანს სექსუალურად არავინ იზიდავს
ასექსუალობა ნორმალურია, როგორც ამას ჯინი სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს, ფლორენსს უხსნის: "ადამიანის სექსუალობა მრავალფეროვანია. ასექსუალობაა, როცა ადამიანს არცერთი გენდერი ან სქესი სექსუალურად არ იზიდავს. ამავდროულად ზოგიერთი ასექსუალი რომანტიკულ ურთიერთობაზე უარს არ ამბობს, მაგრამ სექსი არ უნდა".
9. ყოველთვის მოუსმინე პარტნიორს
როგორი დარწმუნებულიც არ უნდა იყო, რომ ყველაფერი იდეალურადაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სექსს ეხება, მაინც აუცილებლად უნდა ჰკითხო ხოლმე პარტნიორს, რა მოსწონს და რა — არა: არ არსებობს ერთი უნიკალური ტექნიკა, რომელიც ყველას იზიდავს, ამიტომ ყოველთვის უნდა დარწმუნდე, რომ როგორც შენ, ასევე პარტნიორიც კმაყოფილია. ამის მაგალითი ოტისის და ოლას ურთიერთობაა: ისინი რთულად, მაგრამ მაინც ცდილობდნენ, ერთმანეთისთვის ნაბიჯები აეწყოთ.
10. ანალური სექსის მოსამზადებელი პროცესი
ამ თემაზე, ალბათ, ყველას ძალიან ცოტა მოუსმენია და ამ მხრივაც კარგი გამონაკლისია ეს სერიალი, სადაც რაჰიმი ხსნის, თუ როგორ შეიძლება მოემზადო ანალური სექსის წინ, თავი რომ უფრო დაცულად იგრძნო: წინასწარი ჰიგიენური პროცესები ყოველთვის აუცილებელი არ არის, მაგრამ რეკომენდირებულია.
11. ჰეტეროსექსუალი და ჰომოსექსუალი ბიჭებიც შეიძლება იყვნენ საუკეთესო მეგობრები
ოტისისა და ერიკის ურთიერთობა იმდენად შესაშურად კარგია, რომ ნათლად გვაჩვენებს, როცა გულწრფელ მეგობრობაზე მიდგება საქმე, ორიენტაციასა და სექსუალობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
12. როგორი დიდი პრობლემაა სექსუალური შევიწროება და რა ძალა აქვს თანადგომას
სქესობრივ განათლებაში ბევრ პრობლემას შეეხნენ, თუმცა ცოტა იყო ისეთი ემოციური და მნიშვნელოვანი, როგორც ქალების მიმართ სექსუალური ძალადობის პრობლემის მასშტაბების აღწერა, რამაც კიდევ ერთხელ კარგად გვაჩვენა, თუ რა მძიმე ტრავმაა ეს მსხვერპლისთვის, ამავდროულად კი როგორ შეიძლება მათი გაძლიერება გვერდში დგომითა და თანადგომით.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები