მთვარის შორეულ მხარესა და მარსზე მოხეტიალეების განთავსების შემდეგ, სულ ორი წლის მანძილზე ჩინეთმა უკვე თავისი კოსმოსური აღმოჩენების მთავარი ეტაპი გაიარა და ახალი კოსმოსური სადგურის მთავარ მოდულზე სამი ასტრონავტი გაგზავნა.

როგორც South China Morning Post იუწყება, ჩინეთის ასტრონავტები — ტაიკონავტები Taingong-3 კოსმოსურ სადგურს ბეიჯინგის დროით ხუთშაბათს საღამოს, გაშვების დროიდან სულ 6.5 საათის შემდეგ, წარმატებით შეუერთდნენ. სადგურზე ხომალდის განთავსებას სულ რაღაც რამდენიმე საათი დასჭირდა, ორი დღის ნაცვლად.

ეს ქვეყნის კოსმოსური პროგრამის ისტორიული მომენტია. ჩინეთმა, 2016 წლის შემდეგ, ასტრონავტები ორბიტაზე პირველად ახლა გაუშვა. აღსანიშნავია, რომ მათ ბოლოს ასტრონავტები თავიანთ Taingong-2 სადგურზე გაუშვეს, ეს უკანასკნელი კი 2019 წლის ივლისიდან ორბიტაზე აღარ მოძრაობს.

Tiangong-3 ახლა მხოლოდ ერთი კაბინის ძირითადი მოდულისგან — Tianhe-სგან შედგება, თუმცა იგი მალე დაიწყებს გაზრდას და გაფართოებას. კიდევ ბევრ მოდულს, მათ შორის ტვირთის შესანახ კაბინასაც, მალე გაუშვებენ ორბიტაზე.

SCMP-ის მიხედვით, სადგური მომავალ წელს დასრულდება და იგი უმასპინძლებს როგორც ჩინელ მკვლევრებს, ასევე საერთაშორისო ეკიპაჟებსაც.

თუმცა, აქამდე მისასვლელად ჯერ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი. "ეს პირველი ნაბიჯია", — განაცხადა ჩინეთის კოსმოსური პროგრამის დირექტორის მოადგილემ, ჩენ შანგუენმა. "წინ კიდევ ბევრი გამოწვევა გველოდება".