კოკა-კოლასთან კონტროვერსიული გადაკვეთის შემდეგ, რონალდოს პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა. მან ამჯერად ინსტაგრამის რეკორდი მოხსნა და პირველი ადამიანი გახდა, რომლის გამომწერების რიცხვმაც 300 მილიონს გადააჭარბა.

ეს რონალდოს პირველი რეკორდი არაა ინსტაგრამზე. ყველაზე პოპულარულ პოსტებთან ერთად, ის იყო პირველი ადამიანი, რომელიც 200 მილიონმა მომხმარებელმა გამოიწერა.

პლატფორმაზე ყველაზე მეტი, ამ დროისთვის 397 მილიონი, გამომწერი თავად ინსტაგრამის ანგარიშს აქვს. გამომწერების მიხედვით ანგარიშების ათეული ასეთია:

  1. Instagram — 397 მლნ გამომწერი;
  2. კრიშტიანუ რონალდუ — 300 მლნ გამომწერი;
  3. დუეინ ჯონსონი — 246 მლნ გამომწერი;
  4. არიანა გრანდე — 244 მლნ გამომწერი;
  5. კაილი ჯენერი — 241 მლნ გამომწერი;
  6. სელენა გომეზი — 238 მლნ გამომწერი;
  7. კიმ კარდაშიანი — 229 მლნ გამომწერი;
  8. ლეო მესი — 218 მლნ გამომწერი;
  9. ბიონსე — 186 მლნ გამომწერი;
  10. ჯასტინ ბიბერი — 178 მლნ გამომწერი.

ეს კვირა ასეთი წარმატებული კოკა-კოლასთვის არ ყოფილა. EURO 2020-ის პრესკონფერენციაზე კრიშტიანუ რონალდუმ გამაგრილებელი სასმელის ბოთლი გვერდით გადადო და წყლის ბოთლი დაიდო წინ. იმის მიუხედავად, რომ აღნიშნულ წყლის ბრენდსაც კოკა-კოლა ფლობს, კომპანიამ რამდენიმე მილიარდით იზარალა. მას შემდეგ, რაც მისი კრიშტიანუს ტრენდი სხვა სპორტსმენებმაც აიტაცეს, UEFA-მ ფეხბურთელებს მოუწოდა, აღარ გადადონ სპონსორების ბოთლები.