ვინ და როგორ ითვლის საშუალო ხელფასს საქართველოში
საქართველოში საშუალო ხელფასის მაჩვენებელი მუდმივად განხილვის საგანია, რადგან ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ოფიციალურად გამოქვეყნებული მონაცემები მათ ფინანსურ მდგომარეობასთან თანხვედრაში ვერ მოდის.
უფრო კონკრეტულად კი, საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ საშუალო ხელფასის მაჩვენებელი საკმაოდ აღემატება ქვეყანაში არსებული ხელფასების დონეს. ამ სტატიაში საშუალო ნომინალური ხელფასის გაანგარიშების მეთოდოლოგიაზე მოგიყვებით და გაჩვენებთ იმას, თუ როგორ ითვლიან საქართველოში ამ მაჩვენებელს.
საშუალო ნომინალური ხელფასის მაჩვენებელს საქართველოში სტატისტიკის ეროვნული სამსახური ითვლის. ამ მონაცემის გაანგარიშების მეთოდოლოგია საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომია.
საშუალო ხელფასის გაანგარიშებისას საქსტატი საშუალო არითმეტიკულს იყენებს და დასაქმებულთა ხელფასების ჯამს მათ საერთო რიცხოვნობაზე ყოფს.
მაგალითად: ვთქვათ, რომ ქვეყანაში სულ სამი ადამიანია დასაქმებული და მათი სახელფასო შემოსავალი ამგვარია — 100 ლარი, 3 000 ლარი, 500 ლარი; შესაბამისად, საშუალო არითმეტიკულის პრინციპით გამოთვლილი საშუალო ხელფასი თითოეული დასაქმებულის ანაზღაურების ჯამი და მათ რაოდენობაზე, 3-ზე განაყოფი იქნება: (100+3 000+500)/3=1 200 ლარი.
აღსანიშნავია, რომ საშუალო ხელფასის გაანგარიშებაში მხოლოდ დაქირავებული პირები არიან ჩართულნი, ანუ ისინი, რომლებსაც ხელფასი ერიცხებათ. შესაბამისად, გაანგარიშება არ ითვალისწინებს თვითდასაქმებულებს და მათ შემოსავლებს.
გაანგარიშებისას გამოყენებული ხელფასის მოცულობა, ძირითად ხელფასთან ერთად, მოიცავს პრემიებს, დანამატებს და ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის მიღებულ დამატებით ანაზღაურებას.
სტატისტიკის სამსახური ინფორმაციის წყაროდ საწარმოთა და ორგანიზაციათა გამოკვლევას იყენებს, რომლის ფარგლებშიც, 15 ათასზე მეტი დაწესებულებიდან ყოველკვარტალურად გროვდება შესაბამისი მონაცემები. გამოკვლევა ფარავს როგორც ბიზნესსექტორს, ისე არაკომერციულ დაწესებულებებს, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებს.
ხაზგასასმელია, რომ საშუალო ხელფასის მაჩვენებელი მოიცავს საშემოსავლო გადასახადსაც, შესაბამისად, ითვლება დარიცხული თანხა. ამასთან, საშუალო ხელფასი განსხვავდება საშუალო თვიური შემოსავლების მონაცემისგან, რადგან ამ უკანასკნელის გაანგარიშებისას მთლიან შემოსავლებს მოსახლეობის საერთო რაოდენობასთან აფარდებენ, ხოლო საშუალო ხელფასის დათვლისას მხოლოდ დაქირავებულთა რიცხოვნობას ითვალისწინებენ.
საქსტატი საშუალო ხელფასის მაჩვენებელს რამდენიმე ათეული წელია ანგარიშობს. მისი მოცულობა ეროვნულ ვალუტაში ყოველწლიურად მზარდია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემი მნიშვნელოვნად განსხვავებულია დარგობრივ და სქესობრივ ჭრილში.
-
გადახედვა5 მწერალი, რომელმაც პოპულარული ნაწარმოების დაწერა ინანა 5 მწერალი, რომელმაც პოპულარული ნაწარმოების დაწერა ინანა
-
გადახედვაბრაზილიაში 9 000 წლის წინ შექმნილი ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს ბრაზილიაში 9 000 წლის წინ შექმნილი ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს
-
გადახედვათბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია! თბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!
-
გადახედვამთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა მთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაკობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია კობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია
-
გადახედვაისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა ისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა
-
გადახედვაშაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
კომენტარები