გიორგი ვაშაძე პენსიონერებთან ერთად ლიბერთი ბანკთან აქციას აანონსებს
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე პენსიონერებთან ერთად ლიბერთი ბანკთან აქციას გეგმავს. მისი თქმით, პენსიონერებისთვის მაღალპროცენტიანი სესხების გაცემით, ლიბერთი ბანკი ძარცვავს მათ.
"პენსიონერებს მინდა ვუთხრა, ხუთშაბათს, 6 საათზე ლიბერთი ბანკთან აქციაზე ვიკრიბებით. ვაჩვენოთ ამ ადამიანებს, რომ ამათი არ არის ქვეყანა [...]
გუშინ, ჩვენ გამოვიტანეთ საპენსიო კანონი და ძალიან ბედნიერი იყო ქართული ოცნების დეპუტაცია, რომ მხარი არ დავუჭირეთო ვაშაძის კანონსო. ვაშაძის კანონი კი არ არის ის ჩემო კარგებო, ბატონო ქართული ოცნების წარმომადგენლებო, ეს არის პენსიონერების კანონი, რომ ძარცვა გაჩერდეს ლიბერთი ბანკის მხრიდან", — განაცხადა ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
თემას გამოეხმაურა პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი. მისი თქმით, ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ დაიწყო. პარტია მოქალაქეების პარლამენტში შესვლის შემდეგ კი შეიქმნა ერთობლივი ჯგუფი პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად.
"ამბიციურ ხალხსაც პატივს ვცემ, მონდომებულ ხალხსაც პატივს ვცემ, მაგრამ, ზღვარი ნუ დაგვეკარგება ხოლმე. მინდა გიორგი ვაშაძეს მივმართო — შემოუერთდი შე დალოცვილო ამ სამუშაო ჯგუფს. ჩაკეტილი სივრცე კი არ გავაქვს და მასონთა ლოჟა კი არ გვაქვს იქ. არის ქართული ოცნება, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საბოლოო ჯამში და მიაღებინოს უწყებებთან ერთად ლიბერთი ბანკს, ვართ ჩვენ. სივრცე ღიაა, ბევრი ადამიანი დაეტევა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში [...]
ერთად გამოვგლიჯოთ ლიბერთი ბანკს პენსიონერების სასარგებლო გადაწყვეტილება და არ გვინდა ეს ცალ-ცალკე პენსიონერების წინაშე კეკლუცობა", — განაცხადა ელისაშვილმა.
ამ განცხადების შემდეგ ირაკლი ზარქუამ ალეკო ელისაშვილს "სიმართლისთვის და სამართლიანობისთვის" მადლობა გადაუხადა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები