დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

24 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 656 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 635, ხოლო გარდაიცვალა — 17 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 469 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 15 944, ხოლო PCR-ით — 14 525.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.15%, ბოლო 7 დღის — 2.45%, ხოლო 14 დღის — 2.43%.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 361 484-ს. ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 5 228, ხოლო გამოჯანმრთელდა 347 653 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 656 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასეთია:

  • თბილისი — 368;
  • აჭარა — 48;
  • იმერეთი — 55;
  • ქვემო ქართლი — 52;
  • შიდა ქართლი — 22;
  • გურია — 8;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 37;
  • კახეთი — 49;
  • მცხეთა-მთიანეთი — 7;
  • სამცხე-ჯავახეთი — 9;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 577, საიდანაც 2 612 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 579 კლინიკურ სასტუმროში, ხოლო 5 386 მკურნალობის კურსს სახლში გადის. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 674 პირი, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 ადამიანი.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში — 8 187.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: