მეჩვენება, რომ ძალიან ხშირად პარტნიორების, მათ შორის ელჩების შეფასებები გადაჭარბებულია — სუბარი
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის თქმით, ეჩვენება, რომ მეგობრებისა და პარტნიორების შეფასებები, მათ შორის ელჩების შეფასებები ხშირად გადაჭარბებულია.
"საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ არის მაღალი ნდობა და ამაზე მეტყველებს ერთი ფაქტი — IPSOS-ის კვლევა, სადაც ჩანს, რომ სასამართლოს აქვს 40% პროცენტი ნდობა და ეს არის იგივე მაჩვენებელი, რაც ევროპის ქვეყნებში.
ჩვენი მეგობრების და პარტნიორების შეფასებები, მათ შორის ელჩების, მეჩვენება, რომ ძალიან ხშირად არის გადაჭარბებული იმიტომ, რომ ჩვენი ყველას ვალდებულება, მათ შორის შარლ მიშელის დოკუმენტით აღებულიც და მანამდე აღებულიც, არის შესრულებული და ზოგ შემთხვევაში, გადაჭარბებითაც კი. ამიტომ, როდესაც სასამართლოზე ვლაპარაკობთ, სუბიექტური განცდები კი არ ინდა დავაყენოთ პირველ რიგში, არამედ ის ობიექტური კრიტერიუმები, რაზეც ვილაპარაკე და ამ კრიტერიუმებით სასამართლოს აქვს მაღალი ნდობა და სასამართლოს დამოუკიდებლობის შეტანაში არანაირი საფუძველი არ არსებობს. ძალიან მიკვირს, როდესაც ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც რეალობასთან არ არის ახლოს, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულა ყველა დაპირება, ყველა წინადადება, რომელიც იყო შარლ მიშელის დოკუმენტში და უფრო მეტიც კი გავაკეთეთ. ჩვენ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი რომ გავაჩეროთ, ეს იმას ნიშნავს, რომ შევაფერხოთ სასამართლო რეფორმა და სასამართლო საქმეების განხილვა.", — ამბობს სუბარი.
17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატს წარუდგინა. ეს საკითხი კი უკვე გახდა ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის საგანი. პროცესის შეჩერების აუცილებლობაზე განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმაც. მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, აცხადებს, რომ პროცესი არ შეჩერდება.
აღსანიშნავია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი სასამართლო რეფორმას ეხება. შეთანხმების მიხედვით, არსებული წესით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნისგან თავი უნდა შეიკავონ. ამასთან, მითითებულია, რომ პარლამენტს უნდა წარედგინოს უზენაეს სასამართლოში დანიშვნის კანონპროექტი, სადაც გათვალისწინებული იქნება 2019 წელს გამოქვეყნებული ვენეციის კომისიის დასკვნა, ღია კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ამ უკანასკნელის ნომინაციების დასაბუთების აუცილებლობა.
ასევე, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმა გამჭვირვალობის, მთლიანობის და სანდოობის მიზნით, მათ შორის დანიშვნებში, შეფასებებში, დაწინაურებებში, ტრანსფერებში, შედგენილია ზომები და საჩივრები, რომლებიც წარედგინება ვენეციის კომისიას და ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR) მოსაზრებისთვის და რეკომენდაციებისთვის, რაც სრულად უნდა შესრულდეს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები