ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი საკუთარ პრობლემებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საუბარს ითხოვს. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს.

"4 წელია სამოქალაქო აქტივიზმის გამო ბიბილოვის სურვილით ვიდევნები სამ სისხლის სამართლის საქმეზე. 4 წელია არ შემიძლია ვისარგებლო თავისუფალი გადაადგილებით. მთელი ეს წლები რამდენიმე ათეული სასამართლო სხდომაზე მომიწია დასწრება და პროკურატურაში დაკითხვებზე სიარულუ. საქართველოს ხელისუფლება ერიდება ჩემი პრობლემის წამოწევას. თუ ჩემზე საუბრობენ, ეს არის ფორმალური ხასიათის და თავადაც კარგად იციან, რომ მე ეს მდგომარეობის შემსუბუქებაში ვერ დამეხმარება. ვითხოვ საუბარს პრემიერმინისტრ ღარიბაშვილთან. მსურდა შერიგების მინისტრ თეა ახვლედიანთან, თუმცა ერთ წელში მას ამისთვის დრო არ აღმოაჩნდა, ყოველ ჯერზე უარი მივიღე. ვთხოვ, ერთ კვირაში გამონახოს დრო, რომ გავესაუბრო ჩემი პრობლემების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართაც პროტესტის უკიდურეს ფორმას", — წერს მეარაყიშვილი Facebook-ზე.

თამარ მეარაყიშვილი ახალგორელი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტია. მე-4 წელია მას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორების საფუძველზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამო, გადაადგილების თავისუფლება შეზღუდული აქვს. ახალგორის ჩაკეტვის შემდეგ, მის მონახულებას ოჯახის წევრებიც ვეღარ ახერხებენ.

გაიგეთ მეტი: