რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, ის რუსული ვაქცინა Sputnik V-ით აიცრა. აღნიშნულ ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს.

"მე მთხოვეს არ მეთქვა, რომელი ვაქცინით ავიცერი, რათა კონკურენტული უპირატესობა ერთს მეორეს მიმართ არ ჰქონოდა. როცა გავიკეთე, მიმოქცევაში იყო ორი ეპივაკკორონა და Sputnik V. შემეძლო ნებისმიერი გამეკეთებინა, ექიმებთან კონსულტაცია დიდად არ მქონია, ჩემს ნაცნობებს შევხედე, ვინ რა გაიკეთა. ორივე კარგია, თანამედროვე", — თქვა პუტინმა და დაამატა, რომ საბოლოოდ არჩევანი Sputnik V-ზე შეაჩერა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პუტინი აიცრა მარტში გავრცელდა, თუმცა მაშინ კრემლის პრესსამსახურში არ დააზუსტეს, რომელი ვაქცინა გაიკეთა პრეზიდენტმა.