იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თამვჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ომბუდსმენი ვალდებულია დაესწროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას პარლამენტში.

"[თუ] ამ პროცესში ვინმე ჩართულობაზე უარს ამბობს, ეს არის ძალიან სამწუხარო განცხადება და ეს ყველა ასეთი განმცხადებელი პირის პროფესიულ საქმიანობაზე, რა თქმა უნდა, აისახება ნეგატიურად. მე ვწუხვარ, რომ ქალბატონი ნინო, რომელიც ვალდებულია, ჩემი აზრით — უფლებამოსილი კი არ არის, ვალდებულია — ჩაერთოს პროცესში [...]

მაშინ, როდესაც არ სახელდება არცერთი ობიექტური გარემოება და პირი, ომბუდსმენი უფლების დაცვის რეალიზებაზე უარს ამბობს, ეს არის, ალბათ ... არ ვიცი ... სხვა ქვეყნის ომბუდსმენებმა რომ გაიგონ, ალბათ, ეს იქნება გამაოგნებელი ფაქტი", — განაცხადა ანრი ოხახაშვილმა.

სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, მოსმენაში მანამ არ ჩაერთვებიან, სანამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა უზრუნველყოფილი არ იქნება.

გაიგე მეტი: