ერთი იყო ცხვირის ძვლების მოტეხილობით, უტარდება ოპერაცია — ექიმი ჟურნალისტებზე
ნიუ-ჰოსპიტალის ექიმი აცხადებს, რომ საავადმყოფოში მიყვანილი მედიის წარმომადგენლების მდგომარეობა სტაბილურია, ერთ მადგანს კი თავის ტრავმა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა ჰქონდა, რის გამოც მას ოპერაცია უტარდება.
"მე შეგიძლიათ მოგახსენოთ, რომ აქციის ადგილიდან არის 4 ადამიანი მოყვანილი, მათგან ერთ ადამიანს დასჭირდა ოფთალმოლოგის კონსულტაცია, გაეწია დახმარება, წასულია უკვე კლინიკიდან. ერთი მათგანი იყო ტრავმით, თავის ტრავმით, ცხვირის ძვლების მოტეხილობით, სჭირდება ქირურგიული ჩარევა. სამი პაციენტი არის კვლევის სტადიაში".
ნიუ-ჰოსპიტალის ექიმი აცხადებს, რომ ვერ დააკონკრეტებს, რომელი დაზარალებული რომელ მედიას წარმოადგენს. მისი თქმით, დაზარალებულების მდგომარეობა სტაბილურია. დღეს მედიის წარმომადგენლებს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წევრები მთელი დღის განმავლობაში ესხმოდნენ თავს.
"ერთი ადამიანი არის საოპერაციოში და უტარდება ოპერაცია, ცხვირის ძვლების მოტეხილობის გამო", — აცხადებს ექიმი და ამბობს, რო დაშავებულები სავარაუდოდ დღეს გაეწერებიან.
ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები ჟურნალისტებს თავს ესხმიან. ისინი ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ მედიის წარმომადგენლებს და უმტვრევენ მათ აპარატურას. არიან დაშავებულები.
- სირცხვილიას ოფისთან TV პირველის ოპერატორს სცემეს და აპარატურა დაუმტვრიეს
- ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები On.ge-ს ჟურნალისტს დაუპირისპირდნენ
- ვიდეო: ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილე ჟურნალისტებს სკუტერით მიზანმიმართულად ეჯახება
როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე არცერთი მოძალადე დაკავებული არ არის. სხვადასხვა მედიის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიცია ჟურნალისტებს არიდებს მოძალადეებს, თუმცა თავდამსხმელებს არ აკავებს. ამ საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უწყებაში არ პასუხობენ და მიგვითითებენ, რომ განცხადებით ვიხელმძღვანელოთ. უწყების განცხადებით, მომხდარზე გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლებით მიმდინარეობს.
თბილისი პრაიდის კვირეული დღეს, 5 ივლისს ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, თუმცა თბილისი პრაიდმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ღირსების მარში სოლიდარობისთვის დღეს აღარ ჩატარდება. აქამდე კვირეულის ფარგლებში კინოჩვენება და ფესტივალი ჩატარდა, რომლის ჩაშლა ჰომოფობებმა სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ. ორივე შემთხვევაში პერიმეტრს პოლიცია იცავდა.
დღეს ჰომოფობიური ჯგუფები პარლამენტის წინ, ქაშუეთის ეკლესიასთან და რუსთაველის თეატრთან არიან შეკრებილები და იმუქრებიან, რომ ღირსების მარშის ჩატარებას არ დაუშვებენ.
ამ კონტრაქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არიან: საპატრიარქო, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, პრორუსული ალტინფო და სხვა ძალადობრივი ჯგუფები. გარდა ამისა, ეკლესიის ორგანიზებით შეკრებაზე მიჰყავთ ბავშვებიც. საპატრიარქოს ამ განცხადების გამო აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები. ისინი ეკლესიას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ.
პრაიდს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში აკრედიტებულმა არაერთმა საელჩომ, ასევე პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსებმა — კონგრესმენებმა და ევროპარლამენტარებმა. ასევე, პრაიდს მხარს უჭერენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსები. თუმცა, პრაიდს არ აქვს მმართველი გუნდის მხარდაჭერა. მათი ლიდერები ჰომოფობიურ და ძალადობის წამხალისებელ განცხადებებს ავრცელებენ და ამბობენ, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
-
გადახედვაიოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ იოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ
-
გადახედვახალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა ხალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
-
გადახედვაალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება ალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე
-
გადახედვაპუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული" პუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული"
-
გადახედვასახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს სახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს
-
გადახედვაევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაარა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი არა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი
-
გადახედვა3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია 3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია
-
გადახედვაპრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს პრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს
-
-
გადახედვაგოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა გოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა
კომენტარები