სასამართლოში იდეურად დაკავშირებული ჯგუფი არსებობს, მაგრამ, დამოუკიდებელი მოსამართლისთვის საფრთხეს არ არის — მოსამართლეობის კანდიდატი
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ქეთევან მესხიშვილის განცხადებით, სასამართლოში არსებობს "იდეურად დაკავშირებული ჯგუფი", თუმცა დამოუკიდებელი მოსამართლისთვის ის პრობლემა არ არის.
საპარლამენტო მოსმენისას, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის შესახებ კითხვა ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ამილახვარმა დაუსვა.
"ნებისმიერი დამოუკიდებელი ინსტიტუციისთვის დამახასიათებელია იდეურად დაკავშირებული ჯგუფი, მაგრამ, თავის მხრივ, იდეურად დაკავშირებული ჯგუფი, ვერაფერს ვერ იზამს, თუ მოსამართლე აღჭურვილია ყველა ბერკეტით იმისთვის, რომ იყოს ინდივიდუალურად დამოუკიდებელი.
დღეს მოსამართლეები ვართ აღჭურვილი კანონმდებლობით დამოუკიდებლობის ყველა ბერკეტით. ამიტომ ჩვენზე, მოსამართლეებზე არის დღეს დამოკიდებული რაიმე სახის ჯგუფი იარსებებს თუ არ იარსებებს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ, ინდივიდუალურად დამოუკიდებელ მოსამართლეებს, რომლებსაც ჩვენ სახელმწიფომ მოგვცა უვადობის გარანტია და ხელშეუხებლობის გარანტია, ჩვენ შეგვიძლია, რომ აი ამ მოცემულობას დავუსვათ წერტილი იმ თვალსაზრისით, რომ აღარანაირი შეკითხვა არ დაისვას იდეურად დაკაშირებული ჯგუფის სიძლიერესთან დაკავშირებით", — განაცხადა ქეთევან მესხიშვილმა.
გიორგი ამილახვარმა მას სთხოვა გაეცა კონკრეტული პასუხი და ეპასუხა მხოლოდ კი ან არა, რაზეც მესხიშვილმა უპასუხა, რომ ამ კითხვაზე კი ანა არა პასუხის გაცემა შუძლებელია. ამილახვარისთვის გაუგებარი აღმოჩნდა რატომ უჭირს მოსამართლეობის კანდიდატს, რომელიც თავს დამოუკიდებლად მიიჩნევს, სასამართლო სისტემაში გავლენების ჯგუფის არსებობის შესახებ კონკრეტული პასუხის გაცემა. მან მესხიშვილს ჰკითხა, ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომ "სასამართლოში ყველაფერი არის მეტ-ნაკლებად ნორმალურად".
"იდეურად დაკავშირებული ჯგუფი არსებობს, მაგრამ, ეს დამოუკიდებელი მოსამართლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს", — უპასუხა ქეთევან მესხიშვილმა და ამით საკითხის განხილვა დასრულდა.
უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატების პარლამენტში მესამე დღეა უსმენენ. განხილვებში მონაწილეობას არ იღებს საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი. კანდიდატთა მოსმენაზე უარი თქვა სახალხო დამცველმაც. ნინო ლომჯარიამ ამ გადაწყვეტილების მიზეზად სწორედ სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის ერთპიროვნული მმართველობა დაასახელა.
გაიგე მეტი:
- მოსამართლეთა შერჩევის პროცესში რეფორმის გატარებამდე მონაწილეობას არ მივიღებთ — ეკა გიგაური
- სამხარაძის თქმით, "მიუღებელი და გაუგებარია" ლომჯარიას მიერ მოსამართლეების მოსმენაზე უარის თქმა
- ოხანაშვილის თქმით, ლომჯარიას უარი მოსამართლეების მოსმენაზე სხვა ქვეყნის ომბუდსმენებმა რომ გაიგონ, გაოგნდებიან
- ნინო ლომჯარია უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს
- უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების კანონთან შესაბამისობას დასადგენად პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
- ოპოზიციის ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა სხდომა, სადაც მოსამართლეთა საკითხი განიხილებოდა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები