ტრამპი Twitter-ს, Facebook-სა და Google-ს "დაცენზურებისთვის" უჩივის
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ტვიტერის, გუგლისა და ფეისბუქის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შეიტანა. ტრამპის განცხადებით, იგი ტექგიგანტების "ცენზურის" მსხვერპლია.
სოციალურ ქსელში ტრამპის ანგარიშები იანვრის თვეში დაიბლოკა. მიზეზი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო იმ პირობებში, როცა კაპიტოლიუმზე მისმა მხარდამჭერებმა იერიში მიიტანეს.
7 ივლისფლორიდის ფედერალურ სასამართლოში შეტანილ საჩივარს ტრამპმა "ჩვენი სიტყვის თავისუფლების მშვენიერი განვითარება" უწოდა. ნიუ-ჯერსის აგარაკზე გამართულ პრესკონფერენციაზე ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალური მედიის კომპანიების ქმედებები დაგმო და დემოკრატები დეზინფორმაციის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
"ვითხოვთ, რომ დასრულდეს ჩრდილის მიყენება, [ვიღაცების] გაჩუმება, შავ სიაში შეყვანა, დევნა და მათთვის ხაზის გადასმა", — განაცხადა ტრამპმა.
სარჩელში იგი სასამართლოს სთხოვს, აკრძალოს "ცენზურა" — მისი თქმით, თუკი ისინი პრეზიდენტს "ბლოკავენ", ნებისმიერს გაუკეთებენ იმავეს.
ტრამპის საჩივარს ჯერჯერობით არცერთი კომპანია არ გამოხმაურებია.
იანვარში, როცა ამბოხებულებმა კაპიტოლიუმზე იერიში მიიტანეს, ტვიტერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი "ძალადობის წახალისებისათვის" დაიბლოკა. იმ დროისთვის ტრამპი და მისი მხარდამჭერები უსაფუძვლო ბრალდებებსაც ავრცელებდნენ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.
ექსპერტების ვარაუდით, ტრამპის ამჟამინდელი სარჩელს, დიდი ალბათობით, შედეგი არ მოჰყვება, რადგან ტექკომპანიებს, როგორც კერძო ბრენდებს, თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ, ვინ გამოიყენებს მათ პლატფორმას.
აღსანიშნავია, რომ ტრამპს თავადაც სურდა საკუთარი სოციალური ქსელის შექმნა, თუმცა, ამ გეგმას, ჯერჯერობით განხორციელების პირი არ უჩანს. მოგვიანებით მან თავისი ბლოგიც შექმნა და მისთვის ტვიტერის ანგარიშიც გააკეთა, თუმცა, პლატფორმაზე ისიც მალევე წაიშალა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები