ივნისში საქართველოში 146 664 უცხოური ვიზიტი განხორციელდა — ეს პანდემიური პერიოდის რეკორდია
მიმდინარე წლის ივნისში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, საქართველოში უცხოეთიდან 286,8%-ით მეტი, 146 664 უცხოური ვიზიტი განხორციელდა — ტურისტთა ეს რაოდენობა პანდემიის პერიოდში უპრეცენდენტოდ მაღალია. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებელი 2019 წლის იმავე პერიოდის მონაცემს 80%-ით ჩამორჩება.
ივნისში განხორციელებული უცხოური ვიზიტების 91% ტურისტული ტიპის იყო — ეს ნიშნავს იმას, რომ ვიზიტორებმა საქართველოში მოგზაურობისას მინიმუმ ერთი ღამე გაათენეს. ასევე, აღსანიშნავია, რომ მთლიანი ვიზიტების ნახევარზე მეტი, 52,5% საჰაერო გზით განხორციელდა, რაც საქართველოში საჰაერო მიმოსვლის გააქტიურებაზე მიანიშნებს.
მიმდინარე წლის ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან, ისრაელიდან და უკრაინიდან შემოვიდა. ამ ქვეყნებიდან შემოსულმა ტურისტებმა მთლიანი ვიზიტების 41,5% განახორციელეს.
რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებს, სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში სულ 464 126 უცხოური ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემს 62,2%-ით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრია მნიშვნელოვნად დააზარალა. 2020 წელს უცხოური ვიზიტების რაოდენობა წლიურად 80%-ით შემცირდა და 1,5 მილიონი შეადგინა. შესაბამისად, შემცირდა ტურიზმიდან შემოსული თანხებიც — ეროვნული ბანკის გათვლებით, გასულ წელს ტურიზმის სექტორმა უცხოელი ვიზიტორებისგან 2,7 მილიარდით ნაკლები, 541,7 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. რაც შეეხება მიმდინარე წლის შემოსავლებს, 2021 წლის იანვარ-მაისში უცხოური ტურიზმიდან 176,5 მილიონი დოლარის შემოსავალი მივიღეთ.
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
კომენტარები