ენმ ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტზე არც ერთ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს
ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტზე არც გიორგი კალანდარიშვილის და არც გიორგი სანტურიანის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის წარმომადგენელმა, აკაკი მინაშვილმა გააკეთა.
"წლებია, ეს ადამიანები არიან ცესკოს თანამშრომლები, არიან ჟვანიას გუნდის, ანუ ქართული ოცნების გუნდის წარმომადგენლები და ატარებენ იმ გაყალბების პოლიტიკას, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა", — აცხადებს მინაშვილი და დასძენს, რომ ამის გამო, ვერც ერთი კანდიდატი მათი ფრაქციის ნდობას ვერ მოიპოვებს.
ის აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ამ პოზიციაზე არიან ასევე ავტორიტეტული, მიუკერძოებელი არასამთავრობო ორგანიზაციები.
"მათ მხარი არ დაუჭირეს ამ კანდიდატურებს და გამოთქვეს ეჭვი, რომ კომისიის დანარჩენი წევრები წინასწარ იყვნენ შეთანხმებული ამასთან დაკავშირებით", — ამბობს მინაშვილი.
მისი თქმით, ოპოზიციას ჰქონდა მოლოდინი, რომ ქართული ოცნება საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს "გამოიყენებდა ფიქციისთვის, რეფორმის იმიტაციისთვის" და ეს დაადასტურა, როგორც კომისიის შექმნის ვადებმა და შემადგენლობამ, ასევე შედეგებმა.
"ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მანამ, სანამ ხელისუფლებაშია ქართული ოცნება, საქართველოში ვერ გატარდება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეებისთვის საჭირო ცვლილებები იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებას ამის ნება არ გააჩნია", — ამბობს ის.
ცესკოს თავმჯდომარეობის და ცესკოს ორ ვაკანტურ პოზიციაზე 2-დღიანი გასაუბრებები გუშინ გვიან ღამით დასრულდა. კომისიამ ცესკოს თავმჯდომარეობაზე ორი კანდიდატი — გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი, ხოლო წევრობის ხუთი კანდიდატი — ანა მიქელაძე, გია ცაცაშვილი, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარ სართანია, შეარჩია.
პრეზიდენტს წარდგენილი კანდიდატების განხილვისთვის 3 დღე აქვს, რის შემდეგაც კანდიდატთა საბოლოო ვერსიას საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს. თუ ახალ თავმჯდომარეს დეპუტატების 100 ხმა არ ექნება, სამი მცდელობის შემდეგ ის უბრალო უმრავლესობით მხოლოდ 6 თვით დაინიშნება.
იხილე მეტი:
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები