ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორების დასჯის მოთხოვნით ჟურნალისტებმა შსს-სთან აქცია გამართეს
ჟურნალისტებმა 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორების დასჯის მოთხოვნით, შსს-თან აქცია გამართეს. მათ TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავს ფოტოები ეჭირათ და აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებამ მომხდარზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
ლექსო ლაშქარავა ერთ-ერთია იმ ათობით მედიის წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის შედეგად მას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა თვალის გარშემო, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები. იგი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა და შემდეგ სახლში გაეწერა, 11 ივლისს კი საკუთარმა დედამ გარდაცვლილი იპოვა.
აქციის პარალელურად სამინისტროსთან პოლიციელების საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო მობილიზებულები — მათ შესასვლელთან ორ რიგად კორდონი ჰქონდათ გაკეთებული.
ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა შსს-ს მიერ ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაზე საუბრისას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმე გაიხსენა.
"თუკი დავაკვირდებით და უბრალოდ შევადარებთ კონტრასტისთვის ორ ამბავს — აფგან მუხთარლი გაიტაცეს დედაქალაქის ცენტრიდან და აზერბაიჯანის საზღვრამდე ისე ატარეს, რომ აღმოჩნდა, არცერთი კამერა არ მუშაობდა, დასჭირდათ ლექსოს მარგინალიზაცია და ყველა კამერა მუშაობდა და მთლად ნარკოტიკების გადამყიდველის სახლთან, თურმე, კამერა ყოფილა. ეს ყველაფერი ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც შენს ქვეყანაში ხდება და შენც რომ რამე დაგემართოს, შენზეც უცბად მოამზადებენ რაღაც მხატვრულ ვიდეორგოლს", — უთხრა ON.ge-ს ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა.
ქაშიაშვილი დარწმუნებულია, რომ ჟურნალისტების პროტესტს შედეგი ექნება.
"ქართულ მედიას ძალიან ბევრი მონსტრი გადაუყლაპია და ცხადია, ამ მონსტრსაც მოერევა. ქართულ მედიას მართლა ვერაფერს დააკლებენ იმიტომ, რომ 15 წელია, ქუჩის რეპორტიორი ვარ და ჩემზე უკეთესად არავინ იცის, რა შეუძლია მედიას. ცხადია, შედეგს გამოიღებს იმიტომ, რომ ასეთ შედარებას გავაკეთებ — რაღაც ხომ ყარს და რაც ყარს, ის უნდა დალპეს. გამორიცხულია, რაც აყროლდა, იმან ბუნებრივი სურვილი დაიბრუნოს", — ამბობს ქაშიაშვილი.
აქციაზე შეკრებილი ჟურნალისტებს ხელისუფლებასთან ერთი კითხვა აქვთ — რატომ არ/ვერ დაიცვა ხელისუფლებამ მედია.
"მთავარი კითხვა არის შემდეგი — რატომ ვერ დაგვიცვა ჩვენ ხელისუფლებამ, მთავრობამ. თუ ვერ დაგვიცვა ხელისუფლებამ, მაშინ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ კონკრეტულმა პირებმა. პასუხისმგებლობის აღება კი იმაში მდგომარეობს, რომ უნდა წავიდნენ თანამდებობიდან, პირველ რიგში, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც არის ძალადობის წამახალისებელი და ნომერ პირველი ჰომოფობი და ასევე, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური", — ამბობს ჟურნალისტი გიორგი კიკაბიძე.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს მედიის აქციას სამინისტროდან არავინ გამოხმაურებია, ჟურნალისტები ამბობენ, რომ ხელისუფლებას მაინც მოუწევს პასუხისგება.
აქციის დასასრულს ჟურნალისტებმა ფოტოები ტროტუარზე დააწყვეს, სადაც პოლიციას კორდონი ჰქონდა.
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
კომენტარები